-
2015-03-19 23:08
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სამართალდამცველების მადლიერია, რომლებმაც მისი საკრედიტო ბარათის ქურდი 2 დღეში გამოააშკარავეს.
„ისე მოხდა, რომ ტაქსიში დამრჩა ბარათი, რომელიც მძღოლმა გამოიყენა და ჩემი ანგარიშიდან დიდძალი თანხა მოხსნა.
ძალიან გავმწარდი. ვამბობდი, მიწიდან ამოვთხრი, სად დაიმალება-მეთქი?
დახმარებისთვის სამართალდამცველებს მივმართე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პიროვნებამ კუთვნილი თანხა დამიბრუნა და გავიგე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხნით ყოფნა ემუქრება, შემეცოდა.
მოვინდომე, პოლიციაში შეტანილი განცხადების გამოტანა, მგრამ აღმოჩნდა, რომ ამის უფლება არ მაქვს.
მინდა აღვნიშნო, რომ პოლიციამ სამაგალითოდ იმუშავა: ზუსტად 2 დღეში იპოვეს ადამიანი, რომელიც ქალაქიდან გაქცეული იყო“, - აღნიშნა ნუკი კოშკელიშვილმა.
„გზა“