„ბატონო ბიძინა, არ გეცოდებათ ქართველი ხალხი, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რაღას ელოდებით?

Image

მსახიობი მიშა გომიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ქვეყანაში არსებულ სიტუაციას აფასებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს პოლიტიკაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

 

„ან დაგვპატიჟეთ ან დაგვაძინეთ...

 

ყველამ კარგად ვიცოდით რომ პოლიტიკა ბინძური თამაშია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თამაშში მარტო ბინძური ხალხი მონაწილეობს...

 

აი ახლა, როცა ამ წერილს ვწერ ტელევიზიით დათა თუთაშხიას ვუცქერ... და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს ასე არ არის...

 

ამ თამაშში ნებსით თუ უნებლიედ სულით სუფთა ადამიანებიც ერთვებიან, იმ სურვილით, რომ შეცვალონ რაღაც, სიკეთისკენ წაიყვანონ ქვეყნის და ერის ბედი... ასეთები არ არიან ცოტა, მაგრამ არ ჩანან....

 

რამე თუ უფრო მეტია მოწინააღმდეგენი სიკეთის, აფეთქებულები თავის კეთილდღეობის სურვილით, რომლებისთვისაც ქვეყანა კონსერვის ქარხანაა მხოლოდ და მეტი არაფერი... „თუ მოაქვს მოგება კარგია თუ არა და გავყიდოთ"...

 

ასე მაფიქრალები სამწუხაროდ ბევრია დღეს და ამაშია ჩვენი უბედურება. ნუ ვეძებთ გარე მტერს, მგონი ყველაზე დიდი მტერი ჩვენშია..

 

ჩვენს თავში.... აქ ვეძეიოთ ჩვენი მტერი, ჩვენს გულში და ჩვენ სულში, და იქნებ მოვახერხოთ იქვე მოვერიოთ ამ ყველაფერს.

 

რამხელა სიბრძნე დევს ამ ნაწარმოებში „დათა თუთაშხია“-ს ვგულისხმობ... (ეჭვი მეპარება რომ ჩვენი ხელისუფლების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდეს ეს რომანი, მგონი ფილმიც არ უნახავთ) რაც დღეს ხდება... ასეთი უვიცობა, ამბიცია, უზნეობა, პოლიტიკური იმპოტენცია...გვენგრევა თავზე ყველაფერი, თუ უკვე არ დაგვენგრა...

 

ბატონო ბიძანა, არ გეცოდებათ ქართველი ხალხი? საქართველო? თქვენ ხომ ის კაცი ხართ რომელმაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სასწორზე დადეთ თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი... რატომ გადაგვაგდეთ?...

 

რატომ ჩაუგდეთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების ბედი ვიღაც უვიცებს...თქვენ არა ერთხელ ბრძანეთ რომ გლეხი კაცის ოჯახიდან ხართ, გლეხისა რომელიც მიწაზე შრომობდა, განა არ გასწავლათ მამათქვენმა,რომ სანამ ახალ, კეთილ თესლს ჩარგავთ მიწაში სარეველა უნდა მოაცილოთ...

 

ამოძირკვოთ...თუ არა და ეს სარეველა მოერევა და გაანადგურებს ყველაფერს ახალს, კეთილს. სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება ფუჭია... მახსოვს თქვენ ბრძანეთ „რაღაც უბედურება უნდა მოხდეს, რომ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა დადგეს“... დღეს არ არის ეს უბედურება?.. მეტი რაღა უნდა მოხდეს?... რაღას ელოდებით???,“ - წერს მიშა გომიაშვილი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !