სასარგებლოა, იცოდე: რჩევები თოვლიან და მოყინულ გზებზე მოძრავი მანქანების მძღოლებს

Image

საქართველოში უამინდობა ჯერ ინტენსიური თოვით, ბოლო დღეებში კი ძლიერი ყინვით გამოიკვეთა. გზებზე მანქანით გადაადგილება ზოგჯერ პრობლემებს ქმნის არამარტო უამინდობის, არამედ იმის გამოც, რომ მძღოლებმა არ იციან, როგორ უნდა მოიქცენ კონკრეტულ სიტუაციებში.

 

„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ რჩევებს პროფესიონალი მძღოლებისგან შესაძლოა, სტაჟიანმა მძღოლებმაც კი, ამ რჩევებში ისეთი რამ ამოიკითხონ, რაზეც აქამდე არაფერი იცოდნენ.

 

განვიხილოთ ზამთარში ყველაზე მეტად დამახასიათებელი შემთხვევები:

 

.. ზანოსი, ანუ უკანა მხარის სრიალი

 

წინა ამძრავიანი მანქანის „ზანოსიდან“ გამოყვანა: უნდა აიღოთ საჭე იმ მხარეს, საითაც ხდება უკანა მხარის წაღება, ანუ თუ მაგალითად მარჯვნივ წაიღო, თქვენ საჭე მარჯვნივ უნდა აიღოთ და აქსელერატორს(გაზს) დააჭიროთ ფეხი.

 

ამით თქვენ მანქანას მისცემთ იმ მიმართულებას, საითაც ბორბლები არის მოხვეული, ხოლო ამ დროს გაზის დაჭერა მანქანის ინერციას ებრძვის და თქვენ დაიმორჩილებთ ამით მანქანას.

 

უკანა ამძრავიანი მანქანის „ზანოსის“ (უკანა მხარის სრიალი) დროს ვაკეთებთ შემდეგს: საჭეს „ზანოსის“ საწინააღმდეგო მხარეს ვიღებთ, ისევე, როგორც წინაწამყვანიანზე, მაგრამ ვაგდებთ დაბლა და თანმიმდევრულად გაზს.

 

ამით თქვენ ცვლით „ზანოსის“ მიმართულების ვექტორს, როცა აგდებთ გაზს, ბორბლები უცბად იწყებს უფრო ნელ ტრიალს, და ამით თქვენ აძლევთ ზუსტად იმ ბიძგს, რითითაც ვექტორი იცვლება და თანაც ამ დროს, როგორც წესი, მოდებაც აღდგება ხოლმე.

 

ე.წ. ზანოსის, ანუ, უკანა მხარის მოსრიალების დროს ნუ ჩავარდებით პანიკაში და არ იხმაროთ მუხრუჭი, თუ მანქანა ABS-ით არ არის აღჭურვილი. გახსოვდეთ, რომ პანიკა ავარიების 80%–ის მიზეზია. მთავარია გაიაზროთ, რომ თუ მანქანა კარგავს მართვას მოლიპულ გზაზე, თქვენ მუხრუჭით უკვე მას ვეღარ დაიჭერთ და შეიძლება, უფრო გააუარესოთ სიტუაცია.

 

ამიტომ ეცადეთ, რომ მარტო გაზის და საჭის მეშვეობით დაიმორჩილო მანქანა. არ ატრიალოთ საჭე ერთი კუთხიდან მეორეში, გახსოვდეთ რომ ყინულიან გზაზე ყველა თქვენს მოქმედებას დიდი ინერციულობა აქვს და მანქანა უცებ არ დაგემორჩილებათ.

 

ატრიალეთ საჭე მცირე შექანებებით და აანალიზეთ ამ დროს მანქანის ქცევები. გაზის ხმარება წინა ამძრავიან მანქანაზე ძალიან დაგეხმარებათ, მაგრამ მარტო „ზანოსის“ დროს, „სნოსის“, ანუ წინა მხარის სრიალის დროს არავითარ შემთხვევაში არ იხმაროთ გაზი.

 

უკანა ამძრავიანზე გაზი პირიქით „სნოსის“ დროს დაგეხმარებათ, მაგრამ თუ გამოცდილი მძღოლი არ ხართ, სჯობს ისევე გაზი დააკლოთ და საჭით სცადოთ მანქანის დამორჩილებას.

 

თუ თქვენ მანქანას ABS -ი არ აქვს, მაშინ მუხრუჭი, შეიძლება ავარიის მიზეზიც გახდეს.

 

.. სნოსი, ანუ წინა მხარის სრიალი

 

თუ დაიწყო „სნოსი“ ანუ წინა მხარის სრიალი, ამ დროს გაზის ხმარება არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ მანქანას უკვე დაკარგული აქვს წინა ბორბლების მოდება და გაზის დაჭერით თქვენ უფრო გაიუარესებთ სიტუაციას – ამ დროს ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, უნდა აუშვათ გაზს ფეხი, მაგრამ თანმიმდევრულად, რომ ძალის შეცვლა ბორბლებზე ნელა მოხდეს და მათ მოასწრონ მოდების აღდგენა ზედაპირთან.

 

2) უკონტროლო სრიალი, როცა ყველა ბორბალი კარგავს მოდებას გზასთან და მანქანა უმართავი ხდება

ეცადეთ გაზის ცვლით აღადგენინოთ მანქანას მოდება, ანუ ძალიან რბილად უმატეთ ან დააკლეთ გაზი, ამით თქვენ გამოიწვევთ ბრუნვის მომენტის გამანაწილებელში ძალის ცვლას, და ეს ყველაფერი, უმეტეს შემთხვევაში აღადგენს მოდებას, და ასევე ინერციის სხვადასხვა დამატებით ვექტორებს ქმნის, რომელიც აბათილებს იმ ძველ ვექტორებს რომელსაც ვებრძოდით.

 

ამ ტიპის წამყვანიან მანქანებს არ აქვთ „ზანოსი“ ან „სნოსი“, მათ თუ დაკარგეს მოდება, ეს ძირითადად, ყველა ბორბლის ერთდროულად სრიალია, და ეს უნდა გაითვალისწინოთ.

 

მთავარი პრინციპებირომელიც ეხება ყველა ტიპის მანქანის მძღოლს

 

ბევრი არც უფიქრდება იმას, მოსახვევში შესვლისას რამდენი ინერციის ვექტორი ებრძვის მის მანქანას – როცა ჩვენ უხვევთ წინა თვლებს, მანქანის ძარა მიისწრაფის ისევ წინ, იმიტომ რომ მასზე ინერციის ძალა მოქმედებს. მაგრამ მოხვეული ბორბალი ქმნის ახალ დამატებით ინერციის ვექტორს რომელიც უკვე მოხვევის მხარეს არის მიმართული.

 

რადგან პირველი ინერციის ძალა ჯერ არ გამქრალა, ის აყალიბებს ახალ ინერციის ვექტორს, რომელიც მანქანის უკანა ნაწილს, თქვენს მიერ ამორჩეულ მიმართულების საწინააღმდეგოდ მიმართავს.

 

ამ ყველაფერს ებვრძვის თქვენი მანქანის ამორტიზატორები, გიტარები, ე.წ. შარავოები და ასე შემდეგ, მაგრამ რაც თქვენ ასფალტზე გაკავებთ, ეს საბურავებია.

 

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკის კანონები ყოველთვის გამართულად მოქმედებს...

 

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მანქანა დავიმორჩილოთ და ვატაროთ უსაფრთხოდ? პირველ რიგში, კარგი მძღოლი არ გამოიწვევს მანქანის კრიტიკულ სიტუაციაში შეყვანას, ანუ მოსახვევში მანქანას ისეთი სიჩქარით შეიყვანს, რომ საკმარისი მარაგი რჩებოდეს, მის ბალანსს.

 

ეცადეთ შეიგრძნოთ თქვენი მანქანის კრიტიკული სიჩქარე მოსახვევში და შედით 30-40% პროცენტი ნაკლები სიჩქარით. ასეთ შემთხვევაში არც არაფერი მოხდება.

 

კარგი იქნება, როგორც კი თოვლი წამოვა, მონახოთ სადმე უსაფრთხო, სწორი მოედანი, და თქვენივე მანქანით ეცადოთ, აკეთოთ წრიული მოძრაობები და თანდათანობით უმატოთ სიჩქარე.

 

ამით თქვენ შეაფასებთ თქვენი მანქანის კრიტიკულ სიჩქარეებს. მერე როგორც კი მანქანა დაკარგავს მართვას, ეცადეთ მის გამოსწორებას და ნელ–ნელა თქვენ თვითონ შეიგრძნობთ და გაანალიზებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში.

 

მანქანა ყოველთვის აგრძნობინებს მძღოლს, რომ ცოტაც და ის მართვას დაკარგავს, ეცადეთ ამის გაანალიზებას დროულად.

 

ასევე წინაწამყვანიან მანქანით ჯობია შეხვიდეთ მოსახვევში გაზით, ანუ ძალიან ნელა მოუმატეთ გაზს მოსახვევამდე და იგივე გაზით შედით – იგრძნობთ რომ უმრო კარგად შევა მანქანა მოსახვევში.

 

უკანა და ყველა ამძრავიან მანქანაზე ყოველთვის შედით იმ სიჩქარით და გაზით, რომელიც ჰქონდათ მოხვევამდე.

 

გამოიყენეთ მრბოლელების სასარგებლო წესი: მოსახვევში ყოველთვის უნდა შეხვიდე იმ სიჩქარით რომელითაც იქიდან უნდა გამოხვიდე! მაგალითად, მიდიხართ მესამე სიჩქარით, მოსახვევი, რომლის წინაც უნდა შეანელოთ, რასაკვირველია, მესამე უკვე ვეღარ გამოიყვანს მანქანას მოსახვევიდან, ამიტომაც ვამუხრუჭებთ მაქსიმალურად მოსახვევამდე, ვაგდებთ მეორე სიჩქარეში, გავდივართ მოსახვევს და მერე უცვლით უკვე სიჩქარეს.

 

სხვა სასარგებლო რჩევები და სეზონური მახასიათებლები

 

ყინვისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში დგომისას არ ამოწიოთ სადგომი მუხრუჭი, რადგან სამუხრუჭე ხუნდები, შეიძლება, მიეყინოს დოლებს.

 

ყინვის დროს დატკეპნილი თოვლი და ყინული ნაკლებად დნება სალტის ქვეშ, ვიდრე თოვლი, ამიტომ ზამთარში უმჯობესია ვიმოძრაოთ დატკეპნილ თოვლზე ან ყინულზე, ვიდრე ფხვიერ თოვლზე.

 

ყინულზე უმჯობესია გამოვიყენოთ ისეთი სალტე, რომლის პროტექტორს წვრილი ჭრილები აქვს.

 

ზამთარში გზა შეიძლება მშრალი იყოს, ხიდი კი მოყინული. ამიტომ ხიდთან მიახლოებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.

 

თუ რთულ კლიმატურ პირობებში გიხდებათ ცხოვრება და მოსალოდნელია ტემპერატურის დაცემა მინუს 25°C–ის ქვემოთ, შეიძლება დილით ძრავის ამუშავება პრობლემა გახდეს. გაგაცნობთ ერთ ხერხს, რომლის გამოყენება მოგცემთ საშუალებას ადვილად აამუშაოთ ძრავი:

 

საღამოთი, როდესაც ავტომობილს გააჩერებთ სადგომზე, ჩააქრეთ ძრავი; შეზეთვის სისტემაში ჩაასხით 0,3–0,5 ლიტრი მაღალი ხარისხის ბენზინი და აამუშავეთ ძრავი 1–2 წუთით; ამ დროს ბენზინი შეერევა ზეთს და გაათხელებს მას; დილით ძრავი ადვილად ამუშავდება; ძრავის შეთბობის დროს ბენზინი აორთქლდება 15–20 წუთის განმავლობაში და ზეთი გახდება ჩვეულებრივი სიბლანტის.

 

გაითვალისწინეთ, რომ მშრალ ასფალტთან შედარებით სველ ასფალტზე დამუხრუჭებისას სამუხრუჭე მანძილი დაახლოებით 1,5–2–ჯერ მეტია, დათოვლილ გზაზე დაახლოებით– 3–4–ჯერ, ხოლო მოლიპულ გზაზე დაახლოებით–5–10–ჯერ.

 

დაუშვებელია ძრავის მუშაობა დახურულ სივრცეში (მაგ: გარაჟში); აგრეთვე ძილი და დასვენება ავტომობილში, რომლის ძრავიც მუშაობს. ასეთ პირობებში ადამიანი იწამლება გამონაბოლქვი აირებით.

 

გამონაბოლქვი აირებით მოწამვლისას ადამიანს ეწყება საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, სმენა უქვეითდება და თვალთ უბნელდება; შემდეგ ეწყება აგზნება, რომელიც სიმთვრალეს მოგვაგონებს. გამონაბოლქვით მოწამვლისას სასწრაფოდ გამოდით სუფთა ჰაერზე.

 

მძღოლზე უარყოფით გავლენას ახდენს ავტომობილში მყოფი მძინარე მგზავრი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მძღოლის გვერდით ზის. ამ დროს მძღოლსაც ერევა ძილი. გარდა ამისა, მძინარე ადამიანი მოდუნებულია და მკვეთრი დამუხრუჭებისას შეიძლება კისრის მალები დაემტვრეს, რამაც, შესაძლოა, სიკვდილი გამოიწვიოს.

 

არასოდეს მიუჯდეთ ნასვამი საჭეს, მაგრამ თუ გამოუვალი სიტუაცია შეგექმნათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები: 20 გრ. არყის, 300 გრ. ლუდის ან 150 გრ. ღვინის დალევის შემთხვევაში საჭეს უნდა მიუსხდეთ არანაკლებ ერთი საათის შემდეგ.

 

200 გრ. არყის დალევის შემთხვევაში საჭეს შეგიძლიათ მიუჯდეთ, არანაკლებ 10 საათის შემდეგ.

 

ნასვამი მძღოლის გარჩევა საკმაოდ ადვილია მოძრაობის მანერის მიხედვით. ნასვამ მძღოლს აგვიანდება შუქნიშანთანგაჩერებული ავტომობილის დაძვრა, მკვეთრად ამუხრუჭებს, არღვევს მოძრაობის წესებს, მოსახვევებში მაღალი სიჩქარით შედის, მანევრებს ასრულებს მკვეთრად ან პირიქით – ძალიან დაგვიანებით. ჩამოთვლილი ნიშნები არ არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ მძღოლი ნასვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ასეთ მძღოლს, რადგან მან ყოველ წუთს შეიძლება შექმნას საავარიო სიტუაცია.

 

თუ შორიდან შეამჩნიეთ შუქნიშნის წითელი ანთებული სექცია, სიჩქარე ისე შეამცირეთ, რომ მწვანე სიგნალმა მოგისწროთ და გზაჯვარედინი გაუჩერებლად გაიაროთ.

 

თუ შუქნიშნის წინ დგეხართ და მწვანე სექცია აგენთოთ, გაიხედეთ გადამკვეთ გზაზე ორივე მხარეს და დარწმუნდით, რომ ყველა გაჩერდა და მერე დაიწყეთ მოძრაობა.

 

როდესაც „სდექ–ხაზთან" აპირებთ გაჩერებას, გააჩერეთ ავტომობილი, როგორც კი ავტომობილის ცხვირი დაფარავს „სდექ–ხაზს".

 

მკვეთრად არ დაამუხრუჭოთ მოსახვევებში, განსაკუთრებით მოლიპული გზის შემთხვევაში. ასეთმა მოქმედებამ შეიძლება ავტომობილის მოცურება გამოიწვიოს.

 

გახსოვდეთ, რომ დამუხრუჭება უნდა მოხდეს დაბრკოლებამდე. როდესაც ბორბალი დაბრკოლებაზე შედგება მუხრუჭიდან ტერფი უნდა აიღოთ, ასეთ შემთხვევაში დარტყმის ძალა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

თუ მუხრუჭმა გიმტყუნათ, ჩართეთ საავარიო სიგნალიზაცია და ხმოვანი სიგნალით ანიშნეთ წინ მიმავალ მძღოლს. ძრავი არ გამორთოთ და დაბალ გადაცემაში გადართვით შეამცირეთ სიჩქარე. სიჩქარის შესამცირებლად გამოიყენეთ სადგომი მუხრუჭი. იგი ამოწიეთ მდორედ მოცურების თავიდან ასაცილებლად.

 

თუ თქვენ წინ აღმართია, გამოიყენეთ იგი ინერციის შესამცირებლად. თუ არაფერმა გიშველათ, გაეხახუნეთ რაიმე დაბრკოლებას (ბუჩქები, პატარა ხეები, თოვლის ან ქვიშის ბორცვები, ღობე) ან დაეჯახეთ მას, რათა საბოლოოდ შეწყდეს მოძრაობა.

 

ორთვლიანი ტრანსპორტი (მოტოციკლი, ველოსიპედი, სკუტერი, მოპედი, მოკიკი და სხვა) მოსახვევში მოძრაობისას იხრება გზის ზედაპირის მიმართ, რამაც შეიძლება მათი გადაყირავება გამოიწვიოს (განსაკუთრებით სველ და მოყინულ გზაზე), ამიტომ მოსახვევში ასეთ ტრანსპორტთან გაზარდეთ დისტანცია.

 

ორთვლიან ტრანსპორტს (მოტოციკლი, ველოსიპედი, სკუტერი, მოპედი, მოკიკი და სხვა) სწრაფად და ახლოს ნუ ჩაუვლით. თქვენი ტრანსპორტის მიერ წარმოქმნილმა ჰაერის ნაკადმა შეიძლება წააქციოს იგი.

 

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ქვეითთა გადასასვლელების გავლისა და გზაზე ბავშვების გამოჩენისას. ბავშვების მოქმედება გზაზე ნაკლებად პროგნოზირებადია. მათ შეიძლება სწრაფად შეიცვალონ მოძრაობის მიმართულება და შექმნან სახიფათო სიტუაცია.

 

მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტომობილის საქარე მინა მუდმივად სუფთა უნდა იყოს, განსაკუთრებით ღამით, რადგან ჭუჭყიანი საქარე მინა არა მარტო აუარესებს ხილვადობას, არამედ ირეკლავს შემხვედრი ტრანსპორტის ფარების შუქს.

 

საქარე მინა ხშირად იფარება ზეთოვანი აპკით, რომელიც სხვადასხვა ფერად პრიალებს და ხელს უშლის მძღოლს მხედველობაში. წარმოქმნილი ზეთოვანი აპკი უნდა გაიწმინდოს სპირტით, აცეტონით, გამხსნელით, ოდეკოლონით ან სუფთა ბენზინით. თუ ჩამოთვლილი ნივთიერებები მიუწვდომელია, აიღეთ სიგარეტი, დაფხვენით და თამბაქოთი გაწმინდეთ საქარე მინა.

 

ავტომობილიდან გადმოსვლის წინ გაიხედეთ უკან და თავის მარცხნივ შემობრუნებით დარწმუნდით, რომ გაღებული კარები ხელს არ შეუშლის მოახლოებულ ტრანსპორტს.

 

კარი გააღეთ ორი მოქმედებით: ჯერ გააღეთ 10-15 სანტიმეტრზე, შემდეგ კი - მთლიანად. ამის შესახებ თქვენ წინასწარ უნდა გააფრთხილოთ ის მგზავრიც, რომელიც უკანა მარცხენა კარიდან აპირებს გადმოსვლას.

 

ხანგრძლივი დროით დგომისას (იგულისხმება რამდენიმე კვირა, თვე ან წელი) შეიძლება გადაბმულობის ამყოლი დისკო („ფერადო") მიეკრას ძრავის მქნევარას („მახავიკი") და გადაბმულობის სატერფულზე ტერფის დადგმისას შეიძლება ისინი არ დაშორდნენ ერთმანეთს. ასეთ დროს შეუძლებელი იქნება გადაცემების შეცვლა. ეს რომ არ მოხდეს, დაახლოებით კვირაში ერთხელ აამუშავეთ ძრავი და რამდენჯერმე დაადგით გადაბმულობის სატერფულს ტერფი.

 

თუ თბილ ამინდში გამაგრილებელ სითხედ წყალს იყენებდით, ხოლო ზამთარში ანტიფრიზი ჩაასხით, შეიძლება მოხდეს ანტიფრიზის გაჟონვა.

 

საჭესთან ჯდომით თუ დაიღალეთ ან ძილი თუ მოგერიათ, გააჩერეთ ავტომობილი, გადმოდით და შეასრულეთ ვარჯიშები ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ ისევ განაგრძეთ მოძრაობა. ეს მცირე შესვენებაც კი საკმარისია ძალების აღსადგენად. ძლიერი გადაღლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოიძინოთ.

 

შებინდებისას დროულად ჩართეთ გაბარიტული და ახლო განათების ფარები, რადგან თქვენ წინ მიმავალმა მძღოლმა შეიძლება ვერ დაგინახოთ სალონში განლაგებული უკანა ხედვის სარკეში, რომელიც გადაყვანილია ღამის ხედვის რეჟიმში.

 

ხმოვანი სიგნალი გამოიყენეთ მხოლოდ საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ მოტოციკლის, მოპედის, სკუტერის და ველოსიპედის მძღოლებთან მიმართებაში. ხმოვანმა სიგნალმა ისინი შეიძლება შეაშინოს და საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი გახდეს. ხმოვანმა სიგნალმა შეიძლება დააფრთხოს ცხოველი, რომელიც შებმულია ურემში.

 

თუ ღამით შემხვედრი ავტომობილის ორი ფარი გეჩვენებათ გაერთიანებული, მაშინ იგი დაშორებულია 300 მეტრზე მეტი მანძილით.

 

სიბნელეში ძნელად შესამჩნევია მუქი ფერის ტრანსპორტი, ხოლო ნისლის დროს – ღია შეფერილობის ტრანსპორტი.

 

ნისლში საგნები დაახლოებით ორჯერ უფრო დაშორებული გვეჩვენება.

 

ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის ბუქსირება დასაშვებია არაუმეტეს 50 კილომეტრ მანძილზე, კოლოფი რომ არ დაზიანდეს.

 

განივი დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ მახვილი კუთხით.

 

საჭე უკიდურეს მდგომარეობაში დიდხანს არ გეჭიროთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭის გამაძლიერებლის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლა.

 

მარჯვენა სალტის გასკდომა იწვევს ავტომობილის მარჯვნივ „წაღებას", ხოლო მარცხენასი – მარცხნივ. ასეთ დროს საჭე მაგრად ჩაბღუჯეთ და მუშა მუხრუჭით თანაბრად შეამცირეთ სიჩქარე სრულ გაჩერებამდე. თუ ავტომობილს აქეთ – იქით ისვრის, შეწყვიტეთ დამუხრუჭება.

 

სალტე უნდა შეინახოთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. თუ იგი დისკზეა გადაცმული – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ამ დროს ჰაერის წნევა უნდა შემცირდეს.

 

მოხვევის მაჩვენებელი უნდა ჩართოთ ნებისმიერი მანევრის შესრულებისას, თუნდაც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდეთ.

 

მოხვევის მაჩვენებელი უნდა ჩართოთ მანევრის დაწყებამდე ისეთი წინსწრებით, რომ მან მოასწროს დაახლოებით 5 –ჯერ აციმციმება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოხვევის მაჩვენებლის ნათურა ციმციმებს დაახლოებით წამში ერთხელ, იგი უნდა ჩართოთ მანევრის დაწყებამდე დაახლოებით 5 წამით ადრე.

 

მოსახვევში მოძრაობისას წინა სალტეების ჭრიალი მეტყველებს წინა ბორბლების შეყრის კუთხის არასწორ რეგულირებაზე.

 

ავტომობილი წამში დაახლოებით გადის მანძილს, რომელიც ტოლია სიჩქარის ნამრავლისა 0,3–ზე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ავტომობილის სიჩქარეა 10კმ/სთ, იგი წამში გაივლის დაახლოებით 3 მეტრს, თუ სიჩქარეა – 50კმ/სთ, ავტომობილი წამში გაივლის დაახლოებით 15 მეტრს, თუ სიჩქარეა – 100კმ/სთ, ავტომობილი წამში გაივლის დაახლოებით 30 მეტრს და ა.შ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !