„რა მოხდებოდა მიშას დროს, „მანდარინები“ ოსკარზე რომ წარედგინათ“

Image

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს როგორ განვითარდებოდა მოვლენები, „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიალზე მსახიობები მიხეილ სააკაშვილის დროს რომ წასულიყვნენ.

 

„რა მოხდებოდა მიშას დროს, „მანდარინების“ ოსკარზე წარდგენისას? (რაც არ მოხდა „არაპომპეზური“ „ოცნების“ დროს?)

 

1. მსახიობები და რეჟისორი, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გაფრინდებოდა მიშას ბოინგით.

 

არ დარჩებოდნენ თურქეთში, არ დაკარგავდნენ პასპორტს, არ ჩავიდოდნენ სახეწაშლილები......

 

2. შემოქმედებითი ჯგუფის PR -ს საკუთარი ცნობადობის ხარჯზე, ასევე წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით გააკონტროლებდა და წარმართავდა მიშა!

 

- მინიმუმ ჩვენს მსახიობებს ოსკარის მსვლელობისას ერთხელ მაინც დავინახავდით კადრში....

 

ეყოლებოდათ პროფესიონალი ფოტოგრაფი, და მსახიობებს ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის ამსახველი ფოტოები ტელეფონით არ ექნებოდათ სამოყვარულო დონეზე გადაღებული.

 

3. ამ ვიზიტის ორგანიზებაში ჩართული იქნებოდა და ადგილზე დააღამებდა და გაათენებდა კულტურის მინისტრი, მთავრობის "პრადვინუტი" წევრები, საელჩო და მთელი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომ მეტი პოპულარიზაცია მომხდარიყო ქვეყნის!

.............

მოკლედ ამას აკეთებდა "9 წელი პომპეზური მთავრობა", ამ შრომატევადი საქმიანობის დროს:

 

შეიძლება გაეკეთებინათ მასაჟიც და ა.შ. მაგრამ ლარის კურსი იყო სტაბილური,

 

ქვეყნის ეკონომიკა 2% -ზე ბევრად მეტით იზრდებოდა,

 

ხალხს ასე მასობრივად არ შიოდა და არც შიმშილის რისკის ქვეშ იყვნენ,

 

მასიურად არ იხურებოდა მაღაზიები და სხვა ობიექტები....

 

კრიმინალები არ დათარეშობდნენ თბილისის ქუჩებში და ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, შეიძლება საჯარო ჩვენებითაც წარმართულიყო ევროპის მოედანზე, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შეუქმნიდნენ ემოციურ და დასამახსოვრებელ გარემოს.....

 

ბევრის თქმა შემიძლია კიდევ, მაგრამ ვის ველაპარაკო?!

 

შეაყარე "ჯოკიებს" ცერცვი, არ ურჩევნიათ ბნელი ღამე?- ვიდრე ამდენი თავის ტკივილი?!!", - წერს გია ხუროშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !