კახისა და ქურმუხის ეპარქიის არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი სოციალურ ქსელში სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მომხდარ ფაქტზე წერს.
მისი ინფორმაციით, როდესაც დილით ტაძარში წირვაზე მივიდა, ყველაფერი შებღალული დახვდა.
„დღეს დილას როდესაც ჩავედი სოფელ ალიბეგლოში წმინდა ნინოს ტაძარში, სადაც უნდა მეწირა, არასახარბიელო მდგომარეობა დამხვდა.
კერძოდ, საკურთხეველში ტრაპეზის გადასაფარებელი ნახევრად ახდილი, სახარება გადაშლილი, ოდიკი მიგდებული და ნახევრად გახსნილი, ჯვრებიც მიყრილი.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ამ ტაძარში ასეთი ფაქტი ფიქსირდება“, - წერს არქიმანდრიტი.