„ცოლთან ერთად ხუთი წუთის გამოსული იყო სახლიდან, როდესაც სანადირო თოფიდან ესროლეს”

Image

ოზურგეთელ 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძეს მკვლელმა მაშინ ესროლა, როდესაც იგი მეზობლის ბავშვის პანაშვიდზე წასასვლელად სახლიდან მეუღლესთან ერთად გამოვიდა.

მსხვერპლს მკვლელმა სანადირო თოფიდან საკონტროლო ტყვიაც დაახალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ფეხშია დაჭრილი გარდაცვლილის მეუღლეც.

 

გარდაცვლი ორჯერ იყო ნასამართლევი და სასჯელაღსრულების სისტემა ორი წლის წინ დატოვა. ოზურგეთელები არ გამორიცხავენ, რომ შესძლოა მკვლელობა პირადი შურისძიება იყოს, რადგან მათი თქმით, ირაკლი კვაჭანტირაძეს ბევრი მომდურავი ჰყავდა.

 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვაჭანტირაძე ის პირია, რომელსაც ადგილობრივი მედია „მანიაკის“სახელით მოიხსენიებდა.

 

„ცოლთან ერთად, სულ ხუთი წუთის გამოსული იყო სახლიდან, როდესაც ვიღაცამ სანადირო თოფიდან ესროლა.

 

ამბობენ, თვითონაც ბევრი ცუდი რამ ჰქონდა ჩადენილი და შური იძიესო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, - მკვლელი რომ მანქანებით გაძეძგილ ქუჩაზე ისე ისვრის, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ნადირობდეს, მშვიდად როგორ უნდა გეძინოს?!

 

ჩვენს ქუჩაზე იმ დროს ბავშვი იყო გარდაცვლილი, - რაღაც გადაყლაპა და ვეღარ მოარჩინეს; გარშემო ამ უბედურებაზე მოსული ხალხის მანქანები იყო ჩამწკრივებული. მკვლელი ასეთ სიტუაციაში მოვიდა...

 

ჩვენს ქუჩას სასაფლაო ემიჯნება, იქ გაჩერდა და როცა ცოლ-ქმარმა გაიარა, სანადირო თოფიდან ატეხა სროლა, - ალბათ გარდაცვლილის სახლის წინ „კონტროლიორიც“ ჰყავდა დაყენებული და როცა სახლიდან გამოვიდა, იმან დაურეკა, - მოემზადე, მოდიანო!

 

ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელმა როგორც ჩანს იფიქრა, შემთხვევით ცოცხალი არ დარჩესო და საკონტროლო ტყვიაც დაახალა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა რობერტ მოისწრაფიშვილმა.

 

„გარდაცვლილზე ნამდვილად კარგს არაფერს ყვებოდნენ, იმასაც ამბობდნენ, „მანიაკიაო“.

 

ამ რამდენიმე წლის წინ სამი ადამიანი დაჭრა. დაჭერილიც იყო, ტყუილად ხომ არ დაიჭერდნენ; მაგრამ მოვიდა ახალი ხელისუფლება და ციხიდან გამოუშვა.

 

მშობლებსაც ცუდად ეპყრობოდა, - გამუდმებით ფულს სთხოვდა და რომ ვერ აძლევდნენ, რამდენჯერმე სახლიდან გამოყარა. არ ვიცი ეს ფული სად მიჰქონდა. ამის მიუხედავად მშობლებს მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ადამიანურ გზაზე დაგებოდა.

 

ფიქრობდნენ, ცოლი მოიყვანა და ადამიანურად დაიწყებს ცხოვრებასო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე საშინლად დასრულდა მაგისი სიცოცხლე. მისი მკვლელობა თუ მართლაც შურისძიებაა, ეს ცხადად აჩვენებს, რომ, როცა კანონი და სამართალი არ აგებინებს დამნაშავეს პასუხს, ასეთი ტრაგედია შეიძლება დატრიალდეს…“ - განაცხადა ოზურგეთის მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2010 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ:  ”20 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, მსხვერპლის ხელში ჩასაგდებად ფანარს და ცივ იარაღს იყენებდა. "მოქმედებდა გვიან ღამით, ასევე შერჩეული ჰქონდა ნაკლებად დასახლებული და მივარდნილი ადგილები, რის შემდეგაც ბასრი საგნის გამოყენებით მსხვერპლს ესხმოდა და თავს და გულმკერდის არეში აყენებდა შემავალ ჭრილობებს.”

 

ასეთი მძიმე ბრალდების მქონე ირაკლი კვაჭანტირაძე სულ რაღაც 2 წელიწადში პატიმრობიდან...

 

„კვირის პალიტრა“ 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !