
dreammeter.ge–ს მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის 484 დღის შემდეგაც შეუსრულებელია კოალიციის მაშინდელი ლიდერის დაპირება პროდუქტზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როცა მოვსპობთ მონოპოლიებს, ნახავთ, როგორ დაიწევს ფასი ძალიან ბევრ პროდუქტზე: პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ბენზინზე, ელექტროენერგიაზე, სადაც ხელოვნურად აქვთ გაზრდილი ფასები და ფულს აკეთებენ. დაინახავთ, როგორ შემცირდება გაზის ფასი, სადაც, როგორც მე ვიცი, ესენი წილში ზიან...“, – ბიძინა ივანიშვილის ეს ინტერვიუ 2012 წლის 4 ივნისს, გაზეთ „კვირის ქრონიკაშია“ გამოქვეყნებული.