მაურო მურჯა: ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ იტალია მათ კონტროლქვეშ მყოფი პროვინცია არ არის

Image

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების წარმომადგენელი იტალიაში მაურო მურჯა ეხმიანება იტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების რეაქციას ცხინვალისა და ლანუზეის დამეგობრების შესახებ.

 

შეგახსენებთ, იტალიაში, სარდინიის მხარეში მდებარე ქალაქ ლანუზეისა და ცხინვალს შორის დამეგობერბისა და თავისუფალი ეკონომიკური კავშირების დამყარების შესახებ ოფიციალური შეთანხმების არსებობა უარყო იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს საგარეო უწყებამ კი განაცხადა, რომ ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურად სწორედ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მიაჩნია.

 

ამის მიუხედავად, ოსურმა მედისაშუალებებმა გაავრცელეს როგორც სარდინიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელთა ვიზიტის, ასევე გაფორმებული შეთანხმების ამსახველი ფოტომასალა.

 

2 თებერვალს ოსური მედია აქვეყნებს ტექსტს, რომელიც მაურო მურჯამ იტალიის მედიასაშუალებებს ბეჭდური ვერსიის სახით, გამოსაქვეყნებლად გაუგზავნა:

 

„უკვე რამდენიმე თვეა, იტალიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიცია ხასიათდება შოკისმომგვრელი სიჯიუტით. სწორედ სიჯიუტე უბიძგებს ისეთი ინიციატივის დაბლოკვისკენ, რომელსაც, თავის მხრივ, ხალხთა შორის მეგობრობა და მშვიდობის გამყარება აქვს მიზნად.

 

ხუთი წელი გავიდა იმ საშინელი აგვისტოს ღამის შემდეგ, როცა ქართული ჯარი თავს დაესხა ოს ხალხს, გაანადგურა და აწამა მშვიდობიანი მოსახლეობა. მაგრამ დღესაც საქართველოს ერთადერთ მიზანს წარმოადგენს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და სოლიდარობის გამოვლინების ჩახშობა.

 

ქართველებმა უნდა შეიგნონ, რომ იტალია მათ კონტროლქვეშ მყოფი პროვინცია არ არის, ხოლო სარდინიას ავტონომიისა და დამოუკიდებლობის ისეთი ისტორია და ტრადიცია აქვს, რომ ვერ აიტანს მის საქმეებში ჩარევას.

 

სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის ასოციაცია ამტკიცებს, რომ შესაძლებელია არა ომისა და დაპირისპირების, არამედ სხვა გზით სიარული. სტალინი, ყველაზე „ცნობილი“ ქართველი, დიდი ხანია, გარდაიცვალა, წავიდნენ მისი მსგავსი მამულის დამცველებიც.

 

დოქტორი მაურო მურჯა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის ოფიციალური წარმომადგენელი იტალიაში.“.

მაურო მურჯას წერილი „ოსინფომ“ დღეს გაავრცელა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !