სააგენტო "აქცენტი" ავრცელებს ქუთაისის ციხეში მყოფი პატიმრის საუბრის აუდიოჩანაწერს, საიდანაც ირკვევა, რომ ციხეში სრული განუკითხაობაა და ირღვევა პატიმართა უფლებები.
პატიმარი, რომელიც დახურულ საკანში იმყოფება, ამბობს, რომ რკინა აქვს გადაყლაპული, რათა ნორმალურ მოპყრობას მიაღწიოს, მაგრამ ამის მიუხედავად, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ, სასჯელი დაუმატონ. მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაცია ყალბ ბრალდებას უმზადებს, თითქოსდა რეჟიმის უფროსს პირსახოცი გადაარტყა. პატიმარი ამბობს, რომ ორშაბათიდან მშრალ შიმშილობას იწყებს.