
საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი 91 წლის ასაკში პარასკევს, გამთენიისას გარდაიცვალა, - ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
მეფე აბდულა დეკემბრიდან კლინიკაში იმყოფებოდა და პნევმონიას ებრძოდა. დადგენილი წესის მიხედვით, აბდულას მისი ძმა სულეიმანი ჩაანაცვლებს, რომელიც 76 წლისაა. საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების სესახებ უკვე გავრცელდა ოფიციალური ცნობა ქვეყანაშიც.
მეფე აბდულა ცნობილი იყო, როგორც ქვეყანაში რეფორმების გამტარებელი მონარქი. ის ხშირად ხვდებოდა ევროპის წამყვანი ქვეყნებისა და აშშ-ის ლიდერებს. 2014 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საუდის არაბეთის სამეფო სახლმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და ქართველ ხალხს მიულოცა.