-
2015-01-15 13:12
საავტომობილო პორტალ „myauto.ge“-ზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბრონირებული მერსედესი დადეს გასაყიდად.
მფობელი რარიტეტულ ავტომობილს 32 000 დოლარად აფასებს.
ავტო-განცხადებას ზაზა გაბედავა გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა ავტომობილი მუზეუმისთვის შეიძინონ.
„ყურადღებით წაიკითხეთ, გთხოვთ ყველა ქართველს!
იყიდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ყოფილი ბრონირებული მერსედესი, 32 000 $ აქვს ფასი...
იქნებ შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი და მოვაგროვოთ ფული და ვიყიდოთ ეს მანქანა და გადავცეთ მუზეუმს, რომელიც ადრე თუ გვიან გვექნება....
ეს მანქანა საქართველოს კუთვნილება უნდა იყოს!“ - წერს ზაზა გაბედავა.





თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26