
დღეს, დაახლოებით 14:20 წუთზე (თბილისის დროით 16:20) სეპარატისტებმა ქ. ვოლნოვახიდან 7 კმ-ით დაშორებულ ბლოკპოსტს ცეცხლი საარტილერიო დანადგარიდან გაუხსნეს, რასაც 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია, ორი მამაკაცი, დანარჩენი კი - ქალები. ყველას გარდაცვალების მიზეზი ჭურვების ნამსხვრევები გახდა, რომლებმაც ავტობუსი საცერივით დაცხრილა.
უკრაინული მედიის ცნობით, საარტილერიო დანადგარი ГРАД, საიდანაც ცეცხლი გაიხსნა, დასახლება ალექსანდრინოვკაში იყო განთავსებული, რომელიც დოკუჩაევსკთან ახლოს მდებარეობს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდეგ ეს უპრეცენდენტო აგრესიის ფაქტია, რასაც ერთდროულად 12 ადამიანი შეეწირა.
რედაქციის გაფრთხილება: ფოტოებს თან ერთვის ვიდეო, რომლის ნახვა არაა მიზანშეწონილი 18 წლამდე ასაკისა და არამდგრადი ცნს-ს მქონე პირთათვის