
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა 18 დეკემბერი - ამ დღეს ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას აპირებს.
ცნობილი ხდება, რომ ცერემონიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრის სტატუსით დაესწრება. ის სტრასბურგში ევროპის სახალხო პარტიამ მიიწვია.