გოგა ხაჩიძე: ვინ იღებს პასუხისმგებლობას სოჭში ქართული დელეგაციის უსაფრთხოებაზე?

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკითხვას „ფეისბუქის“ საშუალებით უსვამს. დეპუტატი სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ  საფრთხეებს მიმოიხილავს და ინტერესდება, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქართული დელეგაციის უსაფრთხოებაზე.

 

გოგა ხაჩიძე წერს:

 

კითხვა მაქვს, პირველ რიგში ქვეყნის პირველ პირთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და ოლიმპიურ კომიტეტთან (პრეზიდენტისთვის ნებაყოფლობითია, უნდა მიიღოს კითხვად, უნდა გაატაროს, დიდი მნიშვნელობა მაინც არ აქვს).

 

სანამ უშუალოდ კითხვას დავსვამ, მოდით, ზოგადად შევაფასოთ ის მოცემულობა, რომელიც ობიექტურად არსებობს:

 

ზამთრის ოლიმპიადა ტარდება რუსეთში.

 

ქვეყანაში, სადაც კორუფცია ჰყვავის და ქრთამით ყველაფრის გაკეთება შეიძლება;

 

ქვეყანაში, სადაც უსაფრთხოების საკითხები, ტრადიციულად, ძალიან დაბალ დონეზეა, ან საერთოდ არ არსებობს;

 

ქვეყანაში, სადაც სულ ცოტა ხნის წინაც ორი ტერაქტი განხორციელდა (2013 წლის 29-30 დეკემბერს, ქალაქ ვოლგოგრადში, ტროლეიბუსის და რკინიგზის სადგურის აფეთქება)

 

ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრის და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის - ჟან ფრანკო კასპერის განცხადებით, ოლიმპიადისთვის გამოყოფილი 50 მილიარდი ევროდან - 13 მილიარდი ევრო მოპარულია (გერმანული გამოცემა Rundschau);

 

ქვეყანაში, სადაც უპასუხისმგებლობა ყოველდღიური ცხოვრების წესია და ამის ნათელი გამოხატულება თუნდაც ის დაუმთავრებელი, მოუწესრიგებელი ობიექტებია, რომლებიც მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს მალე.

 

გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული მუქარები.

 

აი, რას აცხადებს წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტის თავჯდომარე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკ კოლი: "ეს მუქარები რეალურია, ვფიქრობ ჩვენ ვნახავთ ამ მუქარების განხორციელების მცდელობებს".

 

მეორე გავლენიანი კონგრესმენი მაიკლ როჯერსი ტელეკომპანია CNN-ზე აცხადებს: "ამერიკა ვერ იღებს ყველა სათანადო ინფორმაციას რუსეთისგან, მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია საჭიროა ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

 

ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ არ ჩადიან ოლიმპიადაზე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი პირები?!...

 

ყოველივე ამის გათვალისწინებით (თავი რომ დავანებოთ საკითხის პოლიტიკურ, მორალურ და თუნდაც პატრიოტულ ასპექტებს) მე, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვეკითხები ქვეყნის პრემიერს, საქართველოს მთავრობას და ოლიმპიურ კომიტეტს:

 

ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჩვენი სპორტსმენების, დელეგაციის წევრების და ზოგადად ოლიმპიადაზე ჩასული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?!

 

თქვენ, ბ-ნო პრემიერო?!...

 

საქართველოს მთავრობა?!

 

იქნებ, ოლიმპიური კომიტეტი?!

 

ან იქნებ, თვითონ სპორტსმენები და დელეგაციის წევრები აგებენ პასუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე?!

 

დრო თითქმის აღარ დარჩა.

 

ოლიმპიადა იწყება.

 

გაგვცეს ვინმემ პასუხი, ამ სრულიად ლეგიტიმურ და ლოგიკურ კითხვაზე!“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !