ისრაელის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემის "ВОЙНА И МИР" ("ომი და მსოფლიო") წამყვანი დიმიტრი დუბოვი გააოგნა ცნობილი რუსი ჟურნალისტის, პროკლემისტური პოზიციის მქონე მიხეილ ლეონტიევის ფრაზამ, როცა მან უკრაინაზე საუბრის დროს საქართველოსთან 2008 წლის ომის თემაზე გადაინაცვლა.
ისრაელის ტელევიზიის ჟურნალისტს ლეონტიევმა პათოსი დაუწუნა და საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის შეყვანის შეხსენებისას მას ჰკითხა, რატომ აკეთებს ანალოგიურს ისრაელი ლიბანში, რასაც დუბოვის საპასუხო ფრაზა მოჰყვა: "რა, საქართველო, ისევე როგორც ლიბანი, ბომბავდა რუსეთის ტერიტორიას?", რასაც ლეონტიევმა უპასუხა: "საქართველო თავს დაესხა რუსეთის სამშვიდობო ძალებს, რომლებსაც ჰქონდათ მანდატი...", დუბოვმა მას საუბარი გააწყვეტინა: "სამშვიდობო ძალებს არ ჰქონდათ ომის მანდატი, რუსეთმა საქართველოში რეგულარული არმია შეიყვანა".
მოგჰვიანებით დიმიტრი დუბოვის პასუხებით განაწყენებულმა ლეონტიევმა მასთან ინტერვიუ შეწყვიტა.