ნოდარ ხადური „აფხაზეთის ხმაზე“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა: „არის ხარჯები, რასაც ვერ ავცდებით“

Image

საქართველოს ფინანსთა მინისტრი 28 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა სამინისტროს მიერ ექსკურსიაზე და ვახშამზე 2013 წლის ზაფხულში დახარჯული თანხის თემას, რომელზეც ინფორმაცია „აფხაზეთის ხმამ“ გაავრცელა.

 

სტატია სათაურით „ხადურის უწყების შეკვეთილი „ციკანი თონეში“ და გატეხილი 3 ღვინის ჭიქა – 7.246 ლარის ხარჯი რესტორანში“, ხარჯის აღმნიშვნელი და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებით, რადიო „აფხაზეთის ხმის“ ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა და დიდი ინტერესი გამოიწვია:

 

„2013 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების ყოველწლიურ შეხვედრას (Constituency Meeting) უმასპინძლა.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯგუფების წევრი 15 ქვეყნის (ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნოდერლანდები) ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორები.

 

აღნიშნული ვახშამი შეხვედრის მონაწილეების საპატივცემულოდ მოეწყო ყვარელში, „მეღვინეობა ხარების“ კუთვნილ რესტორანში. თავისთავად ცხადია, როდესაც ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის სტუმრები ჩამოდიან, მასპინძელი მხარის ვალდებულებაა მიღების გამართვა, ექსკურსიაზე დაპატიჟება.

 

ჩვენი სტუმრები გვყავდა კახეთში, სადაც მათ დაათვალიერეს წინანდალი, გრემი, ყვარელი. შევეცადეთ, მაქსიმალურად ეკონომიურები ვყოფილიყავით, თუმცა არის ხარჯები, რასაც უბრალოდ ვერ ავცდებით.

 

აქვე გეტყვით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის დროს, რომელიც გაიმართება 2015 წლის 14-15 მაისს, საქართველო ელოდება 1500-ზე მეტ სტუმარს და ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იქნება მათ უმასპინძლოს.

 

გარდა ამისა, გადავწყვიტეთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა სტუმრის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დროს, სპეციალურად მიეთითება ფინანსთა სამინისტროს სახელით გაიმართება თუ არა მიღება სტუმრის საპატივცემულოდ.

 

წინასწარ გეტყვით, რომ მიმდინარე წლის მარტში, ქვეყანაში ჩამოვლენ 80-მდე ქვეყნის საბაჟო სამსახურების უფროსები. აპრილში, ფინანსთა სამინისტრო მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის შეხვედრას, რისთვისაც თბილისში ჩამოდიან მაღალი დონის სტუმრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან. აღნიშნული შეხვედრების მონაწილეებს ფინანსთა სამინისტრო სათანადო მასპინძლობას გაუწევს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის 28 იანვარს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !