მსახიობი თათული ედიშერაშვილი 2009 წელს გათხოვდა.
ჟურნალისტებისთვის მხოლოს ისაა ცნობილი, რომ თათულის ქმარი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა და გვარად ჩიმჩიურია.
თათულის ორი გოგონა ჰყავს, ნანიკო და სესე.
„ეკა ხოფერიას“ შოუს ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მსახიობი მეუღლეს დაშორდა. კითხვაზე, დაშორდა თუ არა მეუღლეს, თათული დადებითად პასუხობს.
შოუს სტუმარია ქეთევან ღლონტი - თამუნა ნიკოლაძე, რომელიც ასევე დაშორებულია თავის პირველ მეუღლეს.
ორივე მსახიობი ეკა ხოფერიას დაჰპირდა, რომ როცა მეორე ქორწილი ექნებათ, არ გამოაპარებენ.