სააკაშვილმა მეხუთე კოლონის შემადგენლობაში ბურჯანაძე, ვოლსკი და ზაქარეიშვილი დაასახელა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“ განაცხადა, რომ საქართველოში „გამზადებული მეხუთე კოლონა“ არსებობს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ „თავი ჰქონდა ჩარგული და ხმას ვერ იღებდა“.

 

სააკაშვილმა მეხუთე კოლონაში მყოფი კონკრეტული პირებიც დაასახელა - ქეთი დოლიძე, ნინო ბურჯანაძე და გიორგი ვოლსკი, „რომელიც მართავს პარლამენტს“. სააკაშვილმა მას „ფორმიანი ჩეკისტი“ უწოდა.

 

სააკაშვილმა ასევე ახსენა „მთავრობის წევრი, რომელსაც პირდაპირ სახეზე აწერია, რომ გაცხადებული აგენტია და რომელიც გადაცემაში დღეს სტუმრად გყავთ მიწვეული“, ხოლო გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გულისხმობდა თუ არა პაატა ზაქარეიშვილს, სააკაშვილმა აღნიშნა: „მე ვამბობ იმას, რაც ყველამ კარგად იცის“.  

 

„ეს ხალხი ყველანი არიან პირდაპირ მტრის ინტერესების მსახურები. რუსეთი გვეუბნება, გაწიეთ გვერდით დასავლეთი, შეწყვიტეთ განვითარება... მე კარგად მესმის, რომ რაც იყო, ის არ დაბრუნდება, რომ საჭიროა ახალი სისხლი, რომ ყველა თავის კაბინეტებში ვერ დაბრუნდება და დაბრუნდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ნამდვილად შესტკივათ გული ქვეყანაზე, რადგან ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.

 

ბენდუქიძის ლოზუნგი იყო, ცოდნა, თავისუფლება და შრომა. ის, ვინც ჩემს ბიბლიოთეკაში შევარდნას ლამობს დღეს, ეს არის ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელება.

 

ეს ყველაფერი არის გათვლილი იმაზე, რომ გაუნათლებელი ერი სწრაფად ივიწყებს თავის უახლეს წარსულსაც კი. საქართველო ბევრად უფრო ძლიერია იმისათვის, რომ ამ ორ წელიწადში არ გადაგვიყვანონ სიბნელის გზაზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „არჩევანში“. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !