როგორც ტრანსგენდერი ვარაუდობს, საქართველოში ბავშვის გაზრდა არ გაუჭირდება.
თუმცა ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ არის. სამომავლოდ კი თადარიგი დაიჭირა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინა და თუ მოისურვებს, ბიოლოგიური შვილი ეყოლება.
„როცა დედობისთვის მზად ვიქნები, დავრეკავ, დაიწყებენ პროცედურას, 9 თვეში შვილი მეყოლება და ჩამომიყვანენ. მანამდე პირად ცხოვრებაში ბევრი რაღაც უნდა დალაგდეს. ვთვლი, რომ შვილის გაჩენა იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ამისთვის მზად უნდა იყო.
მინდა, რომ ჩემი შვილი სხვანაირად გავზარდო. ყველას უნდა იმაზე მეტი მისცეს შვილს, ვიდრე მათ ჰქონდათ. არ ვარ მე ჯერ მაგისთვის მზად და არც ვფიქრობ, რომ მარტომ გავზარდო შვილი. მე მინდა, რომ შვილი დედ-მამის რეჟიმში გავზარდო. არც ისეთი ბებერი ვარ, რომ ახლავე უნდა გავთხოვდე და შვილი მყავდეს.
არ ვფიქრობ, რომ აქ ბავშვის გაზრდა გამიჭირდება. მე ყოველთვის პოზიტიური ადამიანი ვარ, პოზიტივით აღსავსე და პოზიტივით ვუყურებ ამ ყველაფერს. არამგონია, რატომ? ვიღაცა რაღაცას იტყვის, კრიტიკა იქნება, მაგრამ არაუშავს. ჩემი და ჩემი გაზრდილია.
7 წლის ვიყავი რომ დაიბადა და გარდატეხის ასაკში მისთვისაც უცხო იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ჩემს დასთან ეს ბარიერები თვითონ გადავლახე. მე ვთვლი ასევე, რომ ვარ ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი და ჩემი დისთვის ალბათ მე ვარ ერთ-ერთი იდეალური და,“ - აცხადებს კესარია.
„პრაიმტაიმი“