
კიევში უკრაინელმა სამართალდამცველებმა კრიმინალური სამყაროს ერთერთი ტიტულოვანი წევრი ჯუმბერ გუგავა, იგივე "ბინო", "ჯიმშერი" დააკავეს. ის 51 წლისაა და არაერთხელაა ნასამართლევი.
როგორც არსენ ავაკოვი "ფეისბუქში" წერს, ჯუმბერ გუგავა 1986 წლიდან ატარებს "კანონიერი ქურდის" ტიტულს და ის დონეცკში "მოინათლა", ხოლო საერთო ჯამში, მისთვის თავისუფლების აღსაკვეთად სასამრთლოს მიერ მისჯილი წლები 23-ს შეადგენს.
ავაკოვის ინფორმაციით, მისი ვინაობით დაინტერესების შემდეგ გუგავამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, წარმოადგინა ყალბი პასპორტი, რომლის ბლანკი, როგორც მოგვიანებით დაადგინეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა, დონეცკის ოლქში ოკუპირებული ერთერთი ქალაქიდანაა გატაცებული სეპარატსისტი ბოევიკების მიერ.
სავარაუდოდ, გუგავასაც თბილისში იძულებით გამგზავრება ელოდება, საიდანაც, დიდი ალბათობით, მისი "კოლეგების" მსგავსად, ისიც გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდება.