ნატო მიესალმება, რომ პარლამენტმა შეძლო კოჰაბიტაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დავით უსუფაშვილს პირველად მაშინ შევხვდი, როცა ოპოზიციაში იყო. ახლა მინდა მივულოცო, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა. მინდა ვთქვა, რომ ნატო მიესალმება იმას, რომ პარლამენტმა შეძლო კოჰაბიტაცია. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებით. საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედრა ექნება დავით ბაქრაძესთან და დარწმუნებული ვარ, რომ კოჰაბიტაციის სურვილი მასზეც იქნება დადასტურებული", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტმა ბოლო თვეებში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა შორისაც ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაასახელა.
"ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის მხრიდან იმის გაცხადება, რომ საგარეო კურსი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უცლელი", - აღნიშნა აპატურაიმ.
თბილისში ევროპის პარლამენტის საგანგებო დელეგაცია ჩამოვიდა. ევროპარლამენტარები პირველ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებთან გამართავენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან "ევროპის სახალხო პარტიის" წევრები, რომლებიც 28 მაისს ევრონესტის სესიაზე მისაღებ რეზოლუციაში ვანო მერაბიშვილისა და საქართველოში შერჩევითი სამართლის შესახებ ჩანაწერის გაკეთებას ითხოვდნენ, თუმცა საკითხი ჩავარდა. თბილისში იმყოფება კშიშტოფ ლისეკი, რომელიც ციხეში ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას ითხოვს. ევროპარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. ხვალ კი დელეგაციის წევრები სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინისტრებს შეხვდები
ჯეიმს აპატურაი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უკვე შევხდა პარლამეტი თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. აპატურაის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციების გადმოწევით. „ნატო-ს იგივე პოზიცა აქვს რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლებას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ”, -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში დილით ჩამოფრინიდა. როგორც აპატურაიმ თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება.
" საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის აქვს ნატო-ს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისუფლებაში.ასე რომ, კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო ალიანსზე. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში შედგება", - განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ყველას, ვინც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართავს შეხვედრას. ესენია: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
"ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც აქ ყოფნის პერიოდში გავაკეთებ, არის ის, რომ მადლობა გადავუხდი ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. ეს რთული პერიოდია, ახლახან დაიღუპა სამი ჯარისაკაცი და ბევრი დაშავდა. მე კიდევ ერთხელ, ნატო-ს სახელით მწუხარებას გამოვხატავ", - განაცხადა აპატურაიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდა საქართველო ათასობით ჰექტარზე დამატებით კონტროლს დაკარგავს.
„გეგმაზომიერ პროვოკაციებთან გვაქვს საქმე, არ ვადანაშაულებ ამ პროვოკაციების განხორციელებისას საქართველოს მთავრობას და მე ვერ ვხედავ საქართველოს მთავრობის მოქმედებებსა და რუსეთის გადაწყევტილებებს შორის უშუალო კავშირს. მე მიმაჩნია, რომ რუსეთი მიყვება თავის გეგმას, საქართველოს მთავრობის საერთო პოზიცია გამართლებულია, უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციებს, რადგან ამ პროვოკაციებს შეიძლება საშიში შედეგი მოჰყევს “,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროვოკაციებით რუსეთი საქართველოს ახალი მთავრობის სიმტკიცეს ცდის. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის პრობლემა იყო საქართველოს ნებისმიერი მთავრობა, როგორც პარტნიორის და როგორც სახელმწიფოს არსებობა.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს „რუსეთი ზის ჩვენს ფსქილოგიურ განწყობაზე“.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში დღეს გამართული ინცდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 34-ე შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი კონფლიქტების დარეგულირების საკითში ანდრეი დეშჩიცია.
შეხვედრის მონაწილეებმა შეშფოთება გამოთქვეს მავთულხლართების გადმოწევის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში გახშირებული დაკავებების გამო. ასევე განიხილეს ის აკრძალვები, რომლებიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებლებსა და ფერმერებს გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავს, განსაკუთრებით აღინიშნა დიცის საკითხი.
როგორც სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ზარდიანთკარში არსებული ვითარება და გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ანდჟეი ტიშკევიჩის მიუკერძოებელი საქმიანობის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში. დღევანდელი შეხვედრა მისი რიგით 25-ე და ბოლო შეხვედრა იყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელის ჩამოსვლამდე, შემდეგ შეხვედრებში ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრების თანათავმჯდომარე მისიის ხელმძღვანელის ამჟამინდელი მოადგილე ჯერარდ ფიშერი იქნება.
შეხვედრის მონაწილეები შეთნხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა 21 ივნისს გაიმართება.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის, პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა 40-მდე ორგანიზაციის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის ბოლო დღეებში განსაკუთრებით გახშირებულ ფაქტებზე.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსი სამხედროების მიერ გამყოფ ხაზებზე საფორტიფიკაციო მოწყობილობების გავლება დაუშვებელია და არღვევს, როგორც საერთაშორისო შეთანხმებებსა და სამართალს, ისე ადამიანის უფლებებს.
”ხელისუფლება შექმნილ ვითარებაზე ყველა არსებული ბერკეტის გამოყენებით რეაგირებს. ერთის მხრივ, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულად ინფორმირება და საკითხის მაქსიმალურად მწვავედ დაყენება, რათა ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინონ შესაბამისი ზეწოლა რუსეთზე. მეორეს მხრივ, ყველა შესაძლო ფორმატში, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე, ასევე ჟენევის საერთშორისო დისკუსიებზე, უშუალოდ რუსული მხარისგან მკაცრად მოვითხოვთ ამ ყოვლად მიუღებელი ქმედებების შეწყვეტას და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მოსახლეობა, რომელიც უშუალოდ ზარალდება ამ პროცესებით. რამდენიმე კვირაა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენი უწყების კოორდინირებით უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში ადგილზე გაეცნობა ვითარებას, რათა მაქსიმალურად სწრაფად დავსახოთ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური პროგრამები”, - განაცხადა ქეთევან ციხელშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა მესაზღვეებმა საოკუპაციო საზღვარი სოფელ დიცთან რამდენიმე დღის წინ გადმოსწიეს. ახალი მავთულხართები რუსმა ჯარისკაცემბა დიცში და დვანში გააბეს.
ლიტველ ბიზნესმენს საულუს ვაიტკიავიჩუს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონოსძიება არ შუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუმადგომლობა რომელიც ბიზნესმენისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდების მხარე ლიტველ ბიზნესმენს 2 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისებას ედავება, კომპანია „კავკასუს ელექტრო მარკეტისაგან“ რომლის დირექტორიც ლიტველი ბიზნესმენია.
პროკურატურა ასევე აპელირებდა იმაზე, რომ ბიზმენსმენი თბილისის აეროპორტში დაააკავეს და მას უკან დასაბრუნებელი ბილეთი არ ჰქონდა რაც ბადებდა ეჭვს, რომ იგი საქართველოში აღარ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის საპასუხოდ ლიტველმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ის კიევში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მიდიოდა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი იმის გამო არ ჰქონდა, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია.
ბიზნესმენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „კავაკასუს ელექტრო მარკეტის“ საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სამოქალაქო დავა და აღნიშნული საკითხი სისხლის სამართლის კატოგორიას არ განეკუთვნება.
ადვოკატმა დავით კიკაიძემ აღნიშნა, რომ ეს დავა მისი კლიენტის სასარგებლოდ გადაწყვიტა საქალაქო სასამართლომ და საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
ლიტველი ბიზნესმენი საულუს ვაიტკიავიჩუსი საქართველოს ბალტიის ქვეყნების სავაჭრო სამრეწველო პალატის დირექტორია.
ვაიტკიავიჩუსი ასევე საქართველოში სხვადასხვა კომპანიების წილების მფლობელია. სავაჭრო ცენტრ „პოპულისა“ და „იოლის“ ქსელი მან ახლო წარსულში გაასხვისა. ლიტველ ბიზნესმენს სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.
გორის რაიონის სოფელ დიცში ე.წ. პირობითი საზღვარი რუსმა მესაზღვრეებმა 300 მეტრით გადმოწიეს.
რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ე.წ . სადემარკაციო სამუშაოები დაიწყეს. ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს ბოძების ჩაყრა, მოგვიანებით უკვე მავრთულხლართების გაბმის პროცესი დაიწყება. ადგილობრივები შიშობენ, რომ შეასძლოა ე.წ. საზღვრის მიღმა საკარმიდამო მიწები, ეზოები და სასაფლაოების ნაწილიც კი აღმოჩნდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს ადასტურებს. ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის განცახდებით, ფაქტის შესახებ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას შეატყობინებენ. " შსს ადასტურებს სოფელ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავრთულხლართების ინსტალაციის ფაქტს რუსი მესაზღვრეების მხრიდან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან , ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამიანისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის ინციდენტებისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებზე, ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულო პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ. სამიანისტრო ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მსგავსი ფაქტები მიაწოდოს საერთაშორისო ორგანოზაციებს," - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა სასამართოს გადაწყვეტილება საქმე შესაძლოა სტრარსბურგში გაასაჩივროს.
როგორც მერაბიშვილსი ადვიკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მერაბიშვილთან საუბარი ჰქონდა იმაზე, თუ რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს მისი დაცვა. მისი თქმით, საუბარი სტრასბურგის სასამართლოსაც შეეხო, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. "ჩვენ ასევე გავიარეთ შემდეგი სტრატეგია, რა ფორმატში განვაგრძობთ დაცვის უფლების განხორციელებას. საქართველოში გასაჩივრების შესაძლებლობა უკვე ამოწურულია. გვაქვს ექვსთვიანი ვადა სტრასბურგში გასაჩივრებისთვის, თუმცა სტრასბურგთან დაკავშირებით ბოლომდე ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული და ეს საკითხი განხილვის პროცესშია", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს,საკანში მარტო იმყოფება და ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს.
თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით დასრულდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, სადაც ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
სამართალდამცველებმა სახლიდან წაიღეს სხვადასხვა ნივთები და ამოღებული ფული. წაღებულია ნოუთბუქები და მეხსიერების ბარათები.
საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია მერაბიშვილის საცხოვრებელი ადგილიდან ასობით ათასი ევროს ამოღების შესახებ, რაც საბოლოოდ, არ დადასტურდა.
ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, ბინიდან ამოღებულია 33 ათასი აშშ დოლარი და 29 ათასი ლარი, რაც თაკო სალაყაიასა და ვანო მერაბიშვილის დანაზოგი იყო, ასევე წაღებულია თაკო სალაყაიას დედის კუთვნილი 54 ათასი ევრო, რომელიც მერაბიშვილის სახლში ინახებოდა მას შემდეგ, რაც მისმა სიდედრმა ბინა გაყიდა.
ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურას ამ თანხის დაბრუნება მოუწევს, რადგან იმის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ თანხა სახლის გაყიდვიდანაა მიღებული, საგამოძიებო ორგანოებს დღეს გადასცემს.