უფლებადამცველი ელენე თევდორაძე „საქართველო და მსოფლიოსთან“ სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ 2006 წელს, ციხის ბუნტის დროს სროლის დაწყებას იქ გიგა ბოკერიას მისვლა უძღოდა წინ, ხოლო სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით ამბობს, რომ დანაშაული სისტემური იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ვერ მოხერხდება მანამ, სანამ ხელისუფლება სრულად არ გაიწმინდება „ნაციონალური მოძროაბის“ წარმომადგენლებისგან.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „რუსთავი2“-თან საუბარში დიცსა და დვანში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესზე, თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეომუქარაზე, ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ რუსეთის პოზიციაზე ისაუბრა.
"გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes მელიკ კაილანის სტატიას, რომელიც საქართველოსა და პრემიერ ივანიშვილს ეხება.
მოსკოვში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნების მერე ჩადებს ინვესტიციებს საქართველოში და კიდევ უამრავია, ვინც ჩამოვა, რათა სფეროები გადაინაწილოს და „ისტორიულ სამშობლოს მიხედოს“.
კუდ-ის ყოფილი უფროსის ლევან ქარდავას ადვოკატი აცხადებს, რომ მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ბრალდებები, მაშინ როცა პროკურატურას ლევან ქარდავასთვის საპროცესო გარიგებაც კი არ გაუფორმებია“.
ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში არსებულ ფარული ჩანაწერების გამო პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს.
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ახალ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ძალადობისა და წამების ფაქტების უკან კონკრეტული ადამიანები დგანან და ასეთი დანაშაულის წარმოჩენა სისტემურ მოვლენად პოლიტიკური სპეკულაციაა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების შემკვეთის გამოვლენა, დასახელება და დასჯა მოითხოვა, ამავე დროს, დაინტერესდა, იცოდა თუ არა ეკა ბესელიამ, ვინ უკვეთავდა კადრებს ბედუკაძეს.
„გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას ამუშავებს და ჯერჯერობით ახალი არაფერია ცნობილი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თალიბების სახელით გამოქვეყნებულ, მუქარის შემცველი ვიდეოების შესახებ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.