სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანებში ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და მას ახალი ბრალი წაუყენონ.
სატვირთო შემადგენლობის ორი ვაგონის გადასვლას ლიანდაგიდან აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ხანძარი და მიმოსვლის პარალიზება მოჰყვა.
თვითმხილველებმა "აფხაზეთის ხმას" შეატყობინეს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სისხლში ცურავდა და დახმარებას მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივებისგან ითხოვდა.
წავლენ თუ არა საქართველოს პოლიტიკური ფიგურები სოჭში, ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება
გალის რაიონში აფხაზური პასპორტების შემოწმება დე ფაქტო ხელისუფლებამ შეაჩერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ვიწრო ჯგუფმა სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობის საკითხი უნდა განიხილოს.
მისივე თქმით, ჯგუფში ის ორგანიზაციები უნდა შევიდნენ და სამინისტროები, რომლებსაც ეს საკითხი კონკრეტულად ეხებათ.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გვიან ღამით დასრულდა ნინო გვასალიას ცხედრის ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
კახეთის ერთერთ სოფელში 56 წლის ქალი გახურებულ თონეში ჩავარდა. ის გვიან ღამით თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი „რაღაც ინტრიგა“ იყო და ამ ომის შემდეგ დისკრედიტირებული მიხეილ სააკაშვილი დარჩა.
რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით ღიაა და მასზე მსჯელობა გუნდის შიგნით მიმდინარეობს.