ამ დროისთვის რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს და გრაფიკის მიხედვით გადაადგილდებიან როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო შემადგენლობები
უკვე ცნობილია იმ საპატიო სტუმრების ვინაობა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან.
აშშ–ის კონგრესის რეკომენდაციით ქვეყნის თავდაცვის უწყებამ რუსეთისაგან ავღანეთის არმიისათვის 15 ვერტმფრენის შეძენაზე უარი თქვა.
პოლიციელ გოგა ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილის, უკვე დაკავებული კოტე გულორდავას მეუღლე ანა ძაპტაშვილი, რომელიც ორი თვის ორსულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაისში გადაყვანილ, გუშინ ზუგდიდში დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს გოგა ანჩაბაძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება:
ძალადობის საფრთხის გამო „იდენტობა“ თავშესაფრებთან დაკავშირებულ აქტივობაზე უარს ამბობს.
საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა, - ინფორმაციას ireporter.ge ავრცელებს.
საცალო ბაზარზე კვერცხი 3 თეთრით გაძვირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაძვირება დეფიციტს უკავშრდება, რაც თავის მხრივ, კვერცხის იმპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.
გეგუთის #14-ე დაწესებულების 300-მდე პატიმარი მათი საქმეების გადახედვას ითხოვს. აღნიშნულ მსჯავრდებულებს ამნისტია ნაწილობრივ შეეხოთ. ამიტომ, ისინი შეხვედრას დეპუტატებთან ითხოვენ.
61 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა ოსიაურის საწვრთნელ ბანაკში. სამხედრო ჰოსპიტალს ერთჯერადი ჩივილებით ჯარისკაცებმა გუშინ ღამით მიმართეს.
შპს „ქართული კვების კომპანიამ“ ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე სამხედრო პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.