დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ შსს-ს შევარდნაძის დასაყრდენი პოლიციელები მართავენ და რომ დანაშაულის რეგისტრაციის შემცირებით შსს-მ მაჩვენებლები „გაიუმჯობესა“.
რუსთავის #6-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორმა პატიმარმა, დავით ორჟონიამ და ნუკრი ბელქანიამ შიმშილობა გამოაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ლიტვის მთავრობას ტელეფონით შეატყობინა რუსეთის შანტაჟის შესახებ.
კიევში ოპოზიცია მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება.
„მარშალის ფონდის“ ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ კონფერენციას, მოხსენებებსა და კამათს მოხსენების შესახებ „რუსთავი2“–მა სიუჟეტი მიუძღვნა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება.
„მარშალის ფონდის“ ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ კონფერენციაზე, სადაც აშშ–ის პოლიტიკური ელიტისა და საქართველოდან მიწვეული ექსპერტები მონაწილეობდნენ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა შეფასებები გააკეთა.
თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ვაშინგტონის სათაო ოფისში გამართულ „მარშალის ფონდის“ კონფერენციაში მონაწილეობდა, აშშ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პასიურობის გამო გააკრიტიკა.
დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამაღთლო პროცესი ბრალდების მოწმეების მოსმენით განახლდება.
Canal+–ის წამყვანმა დორა ტიილერმა პირობა შეასრულა და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების წარმატების შემდეგ გაშიშვლდა.