„პრეზიდენტთან ფუჭი 5 საათი გავატარეთ: პრეზიდენტს გადადგომა არ სურს, მთავრობის დათხოვნა არ სურს და საერთოდ ვერ გავიგეთ, რა სურს. რასაც დაგვპირდა, დატყვევებული აქტივისტების გათავისუფლება იყო, თუ ძალადობას შევწყვეტთ“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ ევრომაიდანზე.
„ოპოზიციის ლიდერები არანაირ კომპრომისზე არ მიდიან“, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მკინისტრმა ელენა ლუკაშმა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
უკრაინულ და რუსულ ფორუმებში ისევ აქტუალური გახადეს თემა, რომელიც ათი წლის წინ ძმები კლიჩკოების მიერ დასავლეთგერმანული გამოცემა „მაქსისთვის“ გადაღებულ ფოტოსესიას უკავშირდება.
უკრაინის შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევრომაიდნის ორი აქტივისტის გარდაცვალების მიზეზი მართლაც გახდა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობები, თუმცა, ვაზნის ის სახეობები, რამაც სიკვდილი განაპირობა, შსს–ს შეიარაღებაში არ არის.
ტერნოპოლი, ხმელნიცკი, ჩერკასკი – ეს უკრაინის იმ დასახლებული პუნქტების არასრული ჩამონათვალია, სადაც ამ დროისთვის მომიტინგეებსა და მილიციას შორის, ადმინისტრაციულ შენობებთან, ხელჩართული შეტაკებები მიმდინარეობს.
სნაიპერი, რომელიც კიევში დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრის, რუსი ეროვნების დაქირავებული მკვლელია, რომელმაც, შესაძლოა, დღეს ბერკუტელს ესროლოს, რაც კიევში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი გახდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიღებულ განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთი ვერ შეაჩერებს უკრაინისა და საქართველოს სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ.
პროტესტის მეცამეტე დღეს გორელმა მოვაჭრეებმა, რომლებიც ბაზრის გადატანას აპროტესტებენ, დავით ბაქრაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, ჩათვალეს რა, რომ ხელისუფლება მათი პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს. უფრო დაწვრილებით, რადიო „აფხაზეთის ხმა“ გორიდან:
„ბერკუტის“ წევრის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ იგდებენ მილიციელები აბუჩად გაშიშვლებულ დემონსტრანტს, ინტერნეტში ვრცელდება.
სოციალურ ქსელებში 22 იანვრის დღის ფოტოდ მონათლეს კიევში მიმდინარე არეულობის დროს გადაღებული ფოტო, სადაც გამოსახულია დემონსტრანტი, მშვილდითა და ისრით ხელში.