თითქმის ყოველ საათში ერთხელ იცვლება ევრომაიდნის დაღუპული აქტივისტების რიცხვი. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კიდევ ოთხი გარდაცვლილის ცხედართა ფოტო გავრცელდა.
"Freedom House"-ს დირექტორი აშშ-დან დევიდ კრეიმერი აცხადებს, რომ იანუკოვიჩმა ლეგიტიმურობა დაკარგა და უნდა გადადგეს.
„სამწუხაროდ, იანუკოვიჩი არაადეკვატურია, მას სურს, რომ ევრომაიდანი დაიშალოს და ხალხი სახლში წავიდეს, მე შეხვედრა დავტოვე“, - ამის შესახებ მოლაპარაკებიდან დაბრუნებულმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე აღმოჩენილია ევრომაიდნის თავდაცვითი რაზმის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი აქტივისტის ცხედარი.
კიევში, სვიატოშინსკის რაიონში სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანის გაჩერებას აპირებდნენ.
რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში დააკავეს ანაკლიის სასტუმრო „ოქროს საწმისის“ დირექტორი გიორგი წურწუმია.
ზურაბ ხურციას მეზობლები, რომლებიც სენაკში, სანაიაკს ქუჩაზე ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ უკრაინაში სამუშაოდ ორი წლის წინ წასული ხურცია შემთხვევით მოხვდა მოვლენების ეპიცენტრში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოუცლელობის მომიზეზებით უარი განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩთან საუბარზე, როცა ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე სცადა, მას ტელეფონით დაკავშირებოდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ პოლიტიკოსები და მოქალაქეები უკრაინელი ევრომაიდნელების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. გამოსვლებია ევროპის სხვა ქალაქებშიც.
ტერნოპოლში აქტივისტებმა მილიციის შენობა აიღეს და 40-დე მილიციელი დააკავეს. ისინი ეზოში გამოიყვანეს და სირცხვილის კორიდორში გაატარეს.