შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმას ორ სპეცუბანში მისცემენ: თბილისში, სამგორის რაიონის მე-6 საარჩევნო ოლქის 115-ე უბანში და ზუგდიდში, 67-ე საარჩევნო ოლქის 110-ე უბანში.
12 ივნისს აფხაზეთში აქცია სახელწოდებით "რუსეთის დღე გეორგიევსკის ლენტითა და რუსეთის დროშის ფერებით" გაიმართა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზით ისარგებლონ.
ტრაგედია ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, Knights Tower-ის კომპლექსში დატრიალდა. 19 წლის რუსი ანასტასია ტუტიკი და მისი 18 წლის მექსიკელი პარტნიორი ადგილზევე დაიღუპნენ.
ნორვეგიაში 6 და 8 წლის გოგონების გატაცებაზე ავტომანქანა Volvo-ოს მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო "იტარ-ტასი" ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უხამსად მომხსენიებელი შეძახილი: "Путин-*уйло!", რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპის სტადიონებზეც გავრცელდა, როგორც ჩანს, ბრაზილიაშიც იქნება აქტუალური.
რუსთავში, ფოჩხუების ბინაში, გაურკვეველი მიზეზით თავდაპირველად, ნივთები 25 მაისს აალდა, ბოლოს კი 3 ივნისს. ძლიერი ხანძრის შედეგად, თითქმის მთელი ბინა დაიწვა.
საიტის astrologia.ge "ფეისბუქის" გვერდზე ერთერთმა მომხმარებელმა საჯაროდ დასვა შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა ემართება უცხოეთში გარდაცვლილის სულს - ჩამოდის სამშობლოში თუ იქვე რჩება.
მსახიობი ია ფარულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ საშინლად შეაწუხეს ქუჩის მეეზოვეებმა, რომლებსაც გამთენიისას ხმამაღლა ჩხუბი უკვე ტრადიციად ექცათ.
როგორც ვარკეთილის მეტროსთან მცხოვრები ლია ბერიკაშვილი „ამბები.გე“-ს უყვება, საკუთარ ბინაში ტელეფონზე დახვეული გველი ნახა, რომელიც თავიდან თავიდან კაბელი ეგონა, მაგრამ შემდეგ პირი რომ გახსნა, მივხვდა, რომ გველი იყო.