 
	საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ნინო ბურჯანაძის შესახებ წერს, რომ ის ქვეყნის მთავარი პრობლემის ,,განსხეულებაა“ და ბურჯანაძე პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დახმარებითაა დაბრუნებული.
 
	საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში პროგრესი არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
 
	7 წლის ნანუკა მარგველაშვილი, რომელსაც თბილისში დასმული სიმსივნის დიაგნოზი გერმანიიდანაც დაუდასტურეს, იხსენებს, რომ სიონის ტაძარში მისულმა მამა გაბრიელის სასახლეზე ხელები დააწყო და რწმენით სთხოვა, ქიმიოთერაპიის კურსების ადვილად გადატანაში დახმარებოდა.
 
	20 წელია ვცდილობდით რუსეთთან დაგვემყარებინა პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა მოსკოვმა თამაშის წესები დაარღვია , - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
 
	თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ,,კარანტინი"-ს დაშლისა და 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტებზე , პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
 
	თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოდან გაიტანა.
 
	24 წლის ნიკოლოზ ნატროშვილს, რომელსაც კიკეთში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოცზე მეტი ჭრილობა მიაყენეს და ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში, მართვად სუნთქვაზე იმყოფება, სისხლი სჭირდება.
 
	"რუსთავი-2"-მა სიუჟეტი მოამზადა სილამაზისა და "მის ბიკინი-2014"-ის შესახებ.
 
	,,სასჯელაღსრულების N 6 დაწესებულებაში (ე.წ. "კრიტში"), 2 დღის წინ გარადაიცვალა პატიმარი მაისურაძე "პერედოზიროვკით" და ამ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს!“- ინფორმაციას თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქზე“ ავრცელებს.
 
	დიდუბის სკვერში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის დადგმული საქანელა ადგილობრივი მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშანად ჩამოხსნეს.