დღეს დილით სართიჭალასთან BMW-ს მარკის ავტომობილი, რომელიც აზერბაიჯანული ნომრებით გადაადგილდებოდა ჯერ ჯიპს შეეჯახა, შემდეგ კი მიმართულება შეიცვალა და სატვირთოს შეასკდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. ,,იტარ ტასის“ ცნობით ესენი არიან ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქიშმარია, დე ფაქტო შსს ექსმინისტრი ლეონიდ ძიაპშბა, ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი ასლან ბჟანია.
Philippines Star-მა მსოფლიოს ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ აუწყა: 3 წლის ფილიპინელი გოგონა, რომელიც ექიმებმა გარდაცვლილად მიიჩნიეს და დაკრძალვასაც უპირებდნენ, ეკლესიაში, კუბოში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან მოულოდნელად გამოვიდა.
დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ახალ საკრებულოს ჰქონდა შანსი და ჯერჯერობით კიდევ აქვს, რომ პერსონალურ ავტომობილებზე უარი თქვას.
50-მდე ადამიანი დაშავდა მოსკოვის მეტროში მომხდარი უბედური შემთხვევისას. მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ხაზზე მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, წინასწარი მონაცემებით არის მსხვერპლიც.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარე დადიანების კარის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ.
გუშინ მთავარ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია და მისი თანამშრომლები დაკითხეს.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე გუშინ დაიკითხა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მას არ აქვს დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისად სასამართლოს მნისვნელოვნად ვერ დაეხმარება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ბანაობა ორი დღით აიკრძალა. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე 4-დან 5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.