„ტაბულა“ აქვეყნებს 2013 წელს ჟურნალ „სარკისთვის“ ეროსი კიწმარიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტს, სადაც ეს უკანასკნელი „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული დავის შესახებ საუბრობს.
ისტორიკოსი ნიკა მაჭუტაძე საეჭვო დამთხვევად მიიჩნევს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „რუსეთის მიერ შემოგზავნილი „მწვანე კაცუნების“ შემოსვლას ემთხვევა და აცხადებს, რომ სანდო წყაროებიდან კონკრეტული ინფორმაცია ქვს, რომლებსაც, დაინტერესების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს გაუზიარებს.
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ თვითმკვლელობის ვერსიის გარდა, „მკვლელობისა და სხვა ვერსიები“ მოწმდება, ცოტა ხნის წინ კი განცხადების ტექსტი შეიცვალა.
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუში არის ნაწილი, სადაც ის კახა კალაძის განცხადებას „რუსთავი-2“თან დაკავშირებით
კახა ბენდუქიძისთვის დაუჯერებელია, რომ ეროსი კიწმარიშვილს თავის მოკვლა შეეძლო, ამის შესახებ ყოფილი მინისტრი ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:
გაურკვეველ ვითარებაში 15 ივლისს გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისა და მილიარდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ურთიერთობებზე infonet.ge (საქართველოს საინფორმაციო ქსელი) წერს.
12 ივლისს რუსი თანამემამულეების სამართლებრივი დაცვის ცენტრის ორგანიზებით ახალციხეში საინფორმაციო სემინარი გაიმართა.
რუსთავის საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ თავის პირველ სამუშაო დღეს სიმბოლური ქმედება დაამთხვია: მან მანქანის სახელმწიფო ნომერი შეცვალა.
გაზეთ "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი, ქეთი ხატიაშვილი, გადაცემა "არჩევანში" მისი და ეროსი კიწმარიშვილის სატელეფონი საუბრის შესახებ ჰყვება, რომელიც გუშინ შედგა. ჟურნალისტის თქმით, მას კიწმარიშვილმა რამდენჯერმე დაურეკა, დღეს კი მათ შორის შეხვედრა უნდა შემდგარიყო.
კომპანია „ალგორითმს“, რომელიც მეოთხე წელია, პირველკლასელებს ნეთბუქებით ამარაგებს, წელს კომპანია UGT ჩაანაცვლებს. განათლების სამინისტრომ სწორედ ამ უკანასკნელს მიანიჭა უპირატესობა, იმის მიუხედავად, რომ ტენდერის დროს UGT-ს მოდელის ხარსიხი არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ.