გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი ბავშვს ელოდებიან. თუმცა ამას საიდუმლოდ ტოვებენ და ჯერ ბავშვის სქესიც არ იციან.
დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე სამედიცინო ექსპერტიზამ დატოვა ორივე შესაძლებლობა, რომ დაზიანება, რომელიც მიბჯენითაა, შესაძლებელია მიყენებული იყოს საკუთარი ხელითაც და სხვისი ხელითაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს 18 ივლისისთვის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე დღეს უნდა მიმართოს.
როსტოვის ოლქის მცხოვრებლებმა გადაიღეს და გამოაქვეყნეს ვიდეო, საიდანაც კარგად ჩანს, რომ უკრაინის მიმართულებით "გრადის" რაკეტებს რუსეთის ტერიტორიიდან ისვრიან.
GDS-ის კიდევ ერთი თანამშრომლის უცენზურო გამოხტომა, რომელსაც, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, "აფხაზეთის ხმა" ცენზურის გარეშე გთავაზობთ: ძიკი ჯანიაშვილი თურქეთიდან ეხმიანება იმ მოსაზრებებს, რომლებიც ესკორტის მანქანაში პრეზიდენტის ქალიშვილის სიმრერას მოჰყვა.
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გაჩნდა პლაკატები სადაც გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი და წარწერილია: „ელოდე რევოლუციას“. პლაკატზე რევოლვერიცაა გამოსახული.
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც გამოძიებაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო, ამ დრომდე ელოდება ავტომანქანისა და დანაშაულის იარაღის დათვალიერების უფლებას.
16 ივლისს, დაახლოებით 23 საათიდან ყიფშიძის ქუჩაზე, ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომში ექსპერტ-კრიმინალისტები ხელახლა გავიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეუდგნენ. მათ არ განუმარტავთ, რატომ გახდა საჭირო გარდაცვალების ადგილზე ხელახლა გასვლა.
იასაული ვლადიმირ კოსტიონოვი ლუგანსკთან მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაიღუპა, როცა უკრაინის სამთავრობო ძალებს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა სეპარატისტებთან ერთად.
"ტაბულას" ხელმზღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა "არჩევანში" ჩართვის დროს იმ შეკითხვებს სვამს, რომლებიც ლოგიკურად გაჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ. თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ შეკითხვებია, რომლებსაც დამაჯერებელი პასუხები უნდა გაეცეს.