უცხოეთი

The Telegraph აქვეყნებს, რაზე დაობენ და ვერ თანხმდებიან ამ დრომდე მხარეები მინსკში

მინსკში ამ დრომდე (05:00, თბილისის დრო) გრძელდება მოლაპარაკება უკრაინისა და რუსეთის პირველ პირებს შორის ე.წ. 'ნორმანდიული შეხვედრის" ფორმატში. "ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა ის პუნქტები, რაზეც აგერ უკვე 5 საათზე მეტია, დაობენ და ვერ თანხმდებიან მხარეები.

>>>

50 წლის ქალი საკუთარი დაკრძალვიდან 13 დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მომხდარი ინციდენტით გავლენიანი დასავლური გამოცემები დაინტერესდნენ.

>>>

ლეონიდ თიბილოვის ქალიშვილის ქმარმა თავი მოიკლა

სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სიძე ვადიმ ვალიევი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 

>>>

დონეცკში იარაღის საწყობი აფეთქდა

უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები დონეცკში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, იარაღის საწყობი აფეთქდა.

>>>

81 წლის ქალი, რომელიც მარკეტიდან პოლიციაში სამი შეფუთვა კარაქის ქურდობისთვის გადაიყვანეს და დაიღუპა, უდანაშაულო იყო

რუსული გამოცემების ცნობით, პროკურატურამ ვერ აღმოაჩინა დანაშაულის ნიშნები 81 წლის ქალის მოქმედებაში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ერთერთი სუპერმარკეტიდან სამი შეფუთვა კარაქის ქურდობის ბრალდებით პოლიციაში გადაიყვანეს და ნერვიულობისგან გულის შეტევით გარდაიცვალა.

>>>

სარკოზი: „ყირიმმა რუსეთი აირჩია, ამის გამო ვერ გავკიცხავთ“ (ვიდეო)

თავისი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიცვას თავისი მოწოდება, იყოს ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის. მისივე თქმით, ვერავინ გაკიცხავს ყირიმს იმის გამო, რომ რუსეთი აირჩია. 

>>>

უკრაინელ ჩინოვნიკებს დაუსაბუთებელ ქონებას ჩამოართმევენ და შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც

უკრაინელ ჩინოვნიკებს, რომლებიც საკუთარი ქონების წარმომავლობის დასაბუთებას ვერ შეძლებენ, მას ჩამოართმევენ, ხოლო თავად ქონების მფლობელები, შესაძლოა, დააპატიმრონ კიდეც, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის კორუფციის აღმოფხვრის კომიტეტის თავმჯდომარემ იგორ სობოლევმა განაცხადა.

>>>

ოლანდი: "კარგად ვიცით, როგორია შემდგომი სცენარი: მას ომი ჰქვია"

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ომი გარდაუვალია, თუკი უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.

>>>

პუტინი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას ჯერ კიდევ 2008 წელს გეგმავდა

„ნიუსრუ.ქომ“-ის არქივში შემონახულია სტატია, რომელიც 2008 წლის აპრილშია გამოქვეყნებული. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიას ჯერ კიდევ 2008 წელს გეგმავდა.

>>>

ГАИ-ს კიეველი ინსპექტორები რეფორმას აპროტესტებენ და "ვესტისთან" ჩივიან

კიეველი ინსპექტორები, რომლებიც უკრაინის სახავტოინსპექციის შემადგენლობაში შედიან, რეფორმების დაწყებას და მათი სამსახურის გაუქმებას აპროტესტებენ. ინსპექტორთა ნაწილი "ვესტისთან" ჩივის, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გადახედავს, გამოძახებაზე გასვლასა და გზებზე მოძრაობის რეგულირებაზე უარს იტყვიან.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !