ISIS-ის ბოევიკებმა 21 ეგვიპტელი მეთევზე მოკლეს, რომლებიც ლიბიის ქალაქ კაფრ ეშ შეიხიდან გაიტაცეს. ეს ფაქტი ისლამური სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ ვიდეოშია ასახული.
უკრაინაში არსებული ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს, რუსული მხარე მინსკის შეთანხმების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
სამბას ცეკვის დღესასწაული რიოში 5 დღე გაგრძელდება.
ინტერნეტგამოცემა „vesti-ukr.com“-ი უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი და კიევში გადასახლებული ქართველი ჩინოვნიკების ყოფით დაინტერესდა.
ამერიკელი კონგრესმენები მინსკში დადებულ შეთანხმებებს სკეპტიკურად უყურებენ.
აშშ-ის კონგრესის სენატმა პრეზიდენტ ობამას მიერ წარმოდგენილი ეშტონ კარტერი პენტაგონის ხელმძღვანელად დაამტკიცა. 60 წლის კარტერი აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომაზე ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ტრიბუნიდან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, საგარეო ურთიერთობის ასპექტებში უარი თქვას ისეთ ტერმინზე, როგორიცაა "ხალხთა მეგობრობა".
ბელორუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს ბელარუსსა და რუსეთში წარმოებული პროდუქტებით - ყველით, რძის პროდუქტებითა და შემწვარი კვერცხით გაუმასპინძლდნენ.
მინსკის შეთანხმებას, წინასწარ დაანონსებული უარის მიუხედავად, ხელი მოაწერეს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერებმა.
"ნორმანდიული შეხვედრა" მინსკში დასრულებულია. დარბაზიდან პირველი პოროშენკო გამოვიდა, მას კი პუტინი, მერკელი და ოლანდი მოჰყვნენ.