მომღერალმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა. როგორც ირკვევა, ნინი ბადურაშვილი ქობულეთის მზეს ეფიცხება, მეგობრების გარემოცვაში თავს მხიარულად გრძნობს და ნამზეურიც კარგად აქვს მოკიდებული.
შოუ-ბიზნესში სკანდალებით ცნობილი გვანცა ბაგრატიონი მაყურებლის გაოცებას ისევ აპირებს. დრონი.ჯი-ს ცნობით, მომღერალი ახალ მუსიკალურ კლიპს იღებს.
მომღერალმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „ჩემი ახალი ტატუ“. როგორც ირკვევა ტატუ დროებითია და ათი დღის შემდეგ თავისით გაქრება.
როგორც მსახიობების წარმომადგენლები აცხადებენ, განშორება მშვიდად, ქონების სკანდალური გაყოფის გარეშე ჩაივლის.
4 ივნისს ჰოლივუდის მსახიობს, ანჯელინა ჯოლის 39 წელი შეუსრულდა. ამ თარიღის აღსანიშნავად უცხოურმა პორტალმა „Intouchweekly“ სახალისო ფოტოხუმრობები გამოაქვეყნა და ჰოლივუდის ასევე ცნობილ ხუთ მამაკაც მსახიობს, ფოტოშოპით ანჯელინა ჯოლის ტუჩები მოარგო.
გავრცელებული ინფორმაციით, „კაზანტიპის“ ფესტივალი საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში აგვისტოში ჩატარდება. უკრაინელი ქალებისა და „დაცემამდე“ „თუხთუხის“ მოყვარულები ამ 10-დღიანი „მარათონისთვის“ საგულდაგულოდ ემზადებიან. როგორც ირკვევა, განსაკუთრებული სამზადისია ანაკლიაში, რომლის მოსახლეობაც სტუმრების საკადრისად დასახვედრად სახლებსა თუ კაფეებს გულმოდგინედ არემონტებს.
როგორც მომღერალმა PrimeTimeNews-თან საუბრისას აღნიშნა, მისი საყვარელი ქალაქი ამსტერდამია, რომელსაც თბილისზე კარგად იცნობს.
სტეფანეს გუნდის წევრი, სოფი სააკაშვილი „X ფაქტორში“ მონაწილეობს და როგორც მისი მენტორი ამბობს, გოგონას ვოკალურ მონაცემებზე - შოკშია. სოფი სააკაშვილი მომღერალ მაია ყარყარაშვილის ქალიშვილია. მისი თქმით, პროფესიის არჩევაზე დედამ დიდი გავლენა მოახდინა.
ლეგენდარულმა ანსამბლმა კონცერტები თელავივში გამართა, სადაც გადაჭედილ სტადიონზე მიღებული ძლიერი ემოციების გამო 150 ადამიანს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დასჭირდა.
როგორც თავად მომღერალი აცხადებს, პროექტში „ერთი-ერთში“ მან თამრიკო გვერდწითელი განასახიერა, რისთვისაც მისი სწორი ცხვირის კეხით შეცვლა მოუწია.