შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა) მიმდინარეობს.
ქურდობა მოხდა უზანაძის ქუჩაზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უცნობი პირები ფანჯრიდან გადაძვრნენ და პერსონალის ნივთების გატაცება სცადეს.
რამდენიმე წუთის წინ ყაჩაღობა მოხდა ვაზისუბანში. ერთმა პირმა ტაქსის მძღოლი დააყაჩაღა. მას ოცი ლარი წაართვა.
„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის რეზოლუციაში ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს, აღარ გააგრძელოს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის და ის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვალოს.
სოფელ დუისში 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს, რომელიც ძმამ გულში დაჭრა, ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ დუისში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განუცხადა, ინციდენტის შედეგად რუსუდან ხანგოშვილს ორი ოპერაცია დასჭირდა.
გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე წერს, რომ გიგი უგულავას უფლებები ციხეში ყოველდღიურად იზღუდება და იქვე დასძენს, რომ ამის მიუხედავად, გიგის ვერ შეაშინებენ.
დღეს ახმეტის რაიონში ახალგაზრდა ქალი გულის არეში დაჭრეს. ტაბულას ინფორმაციით, იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო 1 მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.
"თავისუფალი ზონა" ავრცელებს ვიდეოს, რომელიც გამოცემას ინკოგნიტო წყარომ მიაწოდა. ვიდეოზე ღამის საათებში სოლოლაკში მომხდარი ჯგუფური ჩხუბია ასახული, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოჩენის შემდეგაც გრძელდება.
თბილისში, შარდენზე მდებარე ერთერთ ბარში კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ახალგაზრდები ცემეს. მათ შორის იყო მალხაზ გულაშვილისა და ნანა გაგუას ვაჟი, რომლის ფოტო "ფეისბუქში" დედამ გამოაქვეყნა.