სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი ქრონიკულად იყო დაავადებული, რომელიც ფსიქოაქტიური ნივთიერების ავად მოხმარების გამო ჩამოუყალიბდა.
გვიან ღამით საპატრულო პოლიციამ ტელეკომპანია "ტაბულას" თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული 3 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
,,ტაბულას“ თანამშრომლის სასამარტლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. როგორც პოლიციელებმა განმარტეს დაკავების მიზეზი იარაღის ტარება და პოლიციის დაუმორჩილებლობა გახდა.
შს სამინისტროს ცნობით, კახეთში საკუთარი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება) აღიძრა.
14 წლის ლელუკა ვანიშვილი ჯერ ისევ საავადმყოფოში მკურნალობს, იგი 3 ივნისს, საღამოს 11 საათზე გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან მომაკვდავი იპოვეს.
რამდენიმე დღის წინ მესტიაში შემზარავი დანაშაული მოხდა - 27 წლის გეგი ხაფთანი მეგობარმა, სპარტაკ გოშუანმა სასიკვდილოდ გაიმეტა. გეგი მესტიის აეროპორტის დაცვის თამანშრომელი იყო. იქვე მუშაობდა გოშუანიც. მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული პაატა გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დაახლოებით ღამის სამ საათზე საპატრულო პოლიციამ „ტაბულას“ თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი დააკავა. პოლიციელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „ტაბულა“ იტყობინება.
ე.წ. კანონიერი ქურდი, 50 წლის რომან ბარბაქაძე, იგივე „რემენი“, რომელსაც, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ თბილისის აეროპორტში შსს-ს თანამსრომლები ელოდებოდნენ, რეისის მგზავრებს შორის არ აღმოჩნდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ,,კარანტინი"-ს დაშლისა და 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტებზე , პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.