გადამდგარი პრემიერმინისტრის მისალოცი ბარათები, სადაც ის ოჯახთან ერტად ჟურნალისტებს შობა-ახალ-წელს ულოცავს, რამდენიმე ჟურნალისტმა „ინერციით“ მიიღო - მისი გამოცვლა ვერ მოასწრეს.
ორი ძვირადღირებული ავტომობილი დაზიანდა მეტროსადგურ "სამგორთან", მოსკოვის პროსპექტზე დამაგრებული ბილბორდის ჩამოვარდნის შედეგად.
ისრაელის დაზვერვის - მოსადის ახალი უფროსის იოსი კოენის ვაჟი - იონათანი, იმის მიუხედავად, რომ ცერებრული დამბლითაა ავად, ისრაელის არმიაში მსახურობს. მას ეს დაავადება თანდაყოლილი აქვს.
"ქუთაისიპოსტი" იტყობინება, რომ ქალაქისმერის ოთარ მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს ქალაქში ერთერთ ქუჩაზე. აქცია-პერფორმანსის ინიციატორი ქუტაისი მონიტორინგის ცენტრი "მედიატორია".
სარატოვში, ადგილობრივი „ავტოდორისა“ და თურული „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო კლუბების შეხვედრის წინ და მსვლელობისას „ავტოდორის“ რუსმა გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნებზე პოლიტიკური პლაკატები გამოფინეს.
ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" თურქეთის პრეზიდენტთან რეჯიბ ტაიპ ერდოღანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მინაწერით გამოეხმაურა რუსული "სუ-24"-ის ჩამოგდების ფაქტს.
თურქეთ-სირიის საზღვართან, სირიელი თურქებით დასახლებულ ლატაკიის პროვინციაში ჩამოგდებული სუ-24-ის ორი სამხედრო მფრინავიდან ერთი დაკავებულია. ის ადგილობრივმა მოსახლეობამ იპოვა და დაატყვევა. მფრინავს, სავარაუდოდ, თურქულ მხარეს გადასცემენ, რომელმაც კატაპულტირების ადგილზე ორი სამხედრო ვერტმფრენი უკვე გააგზავნა.
ზუგდიდის ქუჩებში განთავსებული სანაგვე ურნები კრეატიულადაა მოხატული. როგორც გაირკვა ეს აქცია ერთმა მოხალისე პირმა - როსტომ ზარანდიამ ჩაატარა და ურნები საკუთარი სახსრებით მოხატა.
მოქალაქეები, რომლებიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-თან ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან შეიკრიბნენ და ამ დრომდე იქ ერთმანეთს ენაცვლებიან, დაშლას არ აპირებენ და ეზოს გარეთ კარვებს შლიან.
როგორც ცნობილია, უკრაინის ეროვნული პოლიციის შეფი ხატია დეკანოიძე გახდა. უკრაინული მედიის მთავარი თემა სწორედ ეს ფაქტია. რამდენიმე მედიასაშუალებამ გადაწყვიტა, მკითხველს უფრო ახლოს გააცნოს რეფორმირებული პოლიციის მეთაური და მასზე რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ასევე, „ფეისბუქიდან“ მისი 7 ფოტო გამოაქვეყნა.