გავრცელებულმა ინფორმაციამ უცხოური საქონლის გაძვირების თაობაზე რუსეთში მყიდველთა ბუმი გამოიწვია.
ეკონომიკის ექსპერტის, რომან გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკა აქვს, რის გამოც პრობლემები მომავალ წელსაც იქნება.
2015 წლის 1 იანვრიდან რუსეთის ფედერაციაში პროდუქტის შეტანის წესებში ცვლილებები შედის, რომელთა მიხედვითაც ხილი და ბოსტნეული კარანტინს დაექვემდებარება.
როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2014 წლის 11 თვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ბიუჯეტს შესრულება არც წელს უწერია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადარჩენის იმედი საბოლოოდ მოისპო.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის თქმით, წლის ბოლომდე 7 დღეა დარჩენილი. ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად კი საჭიროა ზუსტად 819 მილიონი ლარის დახარჯვა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ შეიმუშავა ინიციატივა, რომელიც სახელფასო დანამატებისა და ხელფასების 70 პროცენტიან ზრდას გულისხმობს.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს და ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფილ 90 მილიონს აპროტესტებს.
„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ მსოფლიო ბრენდი „kempinski" ბათუმში სასტუმროს მართვაზე უარს ამბობს. კომპანიის მიერ „კომერსანტისთვის" გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პროექტი, რომლის მართვაზეც შეთანხმება არსებობდა „kempinski" ბრენდის ქვეშ აღარ იქნება.
ყაზახეთის ელჩი საქართველოს მთავრობას განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადასვლას ურჩევს. ერმუჰამეთ ერთსიბაევი გაზეთ „Financial"-თან აცხადებს, რომ არსებობს გარკვეული საინვესტიციო რისკები და ყაზახმა ბიზნესმენებმა დანაკარგებიც მიიღეს საქართველოში.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა რუბლის გარდა ყველა ძირითად ვალუტასთან დაეცა. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch" - ის შეფასებით ლარის კურსის კიდევ უფრო დასუსტებამ შესაძლოა ფინანსურ სტაბილურობაზე იქონიოს გავლენა.