თბილისის ქუჩებში მაღაზიები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. 2014 წლის ნოემბრის შემდეგ მხოლოდ პეკინის ქუჩაზე, სადაც ცნობილი მაღაზიები იყო, 10 ობიექტი დაიხურა და ახლა მათ ადგილას განცხადებაა - ფართის გაქირავების შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის 68 მლნ დოლარიანი შემცირება და ფულადი გზავნილების 23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. თუმცა, ლარის კურსის დაბალანსება ვერ ხერხდებოდა 2013 წელსაც, როცა ქვეყანაში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი იყო და ფულადი გზავნილებიც მატულობდა.
საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე კოლეგებს უმრავლესობიდან მოუწოდებს, პარტიულობა დაივიწყონ და 20 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ერთად გაიარონ ლარის გაუფასურების თემა, რათა გამოსავალი მოიძებნოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლი 4 თვის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია მეოთხედ განახორციელა და 19 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ლარი არაფერ ცუდ მდგომარეობაში არ არის, ეს არის მცოცავი კურსი და მსგავსი რყევები ყოველთვის მოსალოდნელია.
გორის ბაზრის მფლობელი ებრაელი ბიზნესმენი აპირებს, მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიების ეთერში განაცხადოს, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება სახიფათოა, - ამის შესახებ ბიზნესმენის კომპანიის ადვოკატმა ტვ "თრიალეთის" გადაცემაში "განსხვავებული აზრი" განაცხადა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რითაც საქართველოს ბაზარზე რუსული "გაზგრუპის" შესაძლო შემოსვლას აპროტესტებს. ასოციაციის განცხადება "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა.
ნავთობზე ფასი, შესაძლოა, ბარელზე 25 დოლარამდე დაეცეს. ეს მოხდება ოპეკის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, შტაბ-ბინით ვენაში, - რედ.) ქვეყნების უმოქმედობის ფონზე - ამის შესახებ განცხადება საწარმოო-კომერციული ფირმა „ლუკოლის“ მეტაურმა ვაგიტ ალეკპეროვმა გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა სამინისტროს აკრიტიკებს.
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი არ შესრულებულა.