თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ბირჟა მაფიის“ დაკავებული წევრების პროცესი დღეს ჩაინიშნა. ბრალდებულ მიხეილ მგალობლიშვილის პროცესი 14:00 საათზე, ხოლო გიორგი ქებურიას საქმეზე სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.
იურისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილი წერს, რომ აქციზის გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მხოლოდ რეფერენდუმის შემდეგ უნდა მიიღონ, ხოლო კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს საგარეო ვალის ზედა ზღვარი.
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5352 ლარი გახდა.
საქართველოს მთავრობაში მომზადებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც ონლაინ სესხები აიკრძალება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
ქართველი ექსპერტები არ ეთანხმებიან პრემიერის შეფასებას, მათი თქმით, პრემიერის განცხადება, რომ ლარის კურსის ვარდნა, იმითაა გამოწვეული, რომ ექსპორტი და იმპორტი ვერ ეწევა ერთმანეთს საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა.
ბოლო დღეებია, ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება - რა აუფასურებს ლარს? გთავაზობთ "ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" წარმომადგენლის ნიკა ობოლაძის თვალსაზრისს ამ თემაზე.
ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილების ქიმიური საწარმო „რუსთავის აზოტი„ აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. საწარმოში ასევე მიმდინარეობს ამიაკის, ნატრიუმის ციანიდის, აზოტმჟავის, ამიაკის წყლის და სხვა პროდუქციის წარმოება.
ლუდსახარშ "ზედაზენში" 23 მარტს უკვე ჩამოისხა პირველი "გაქართულებული" "ბავარია". ლეგენდარული ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ "ზედაზენისთვის" უპრეცენდენტო გამონაკლისი დაუშვა. *
ახალი პოლტიკური ცენტრის "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ენმ-ს მიერ განსახილველად შეტანილ კანონპროექტს და მასზე საპარლამენტო უმრავლესობის რეაქციას აკრიტიკებს.
გამოცემა "ბანკები და ფინანსები" დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას - პრობლემურ სესხებს ეხმიანება და იმ ამომღებ კომპანიებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც კლიენტებს ურეკავენ და ხისტად, ხშირად, უკანონოდ ემუქრებიან მათ.