რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონბასში ჩატარებულ „რეფერენდუმზე“ კომენტარს არ აკეთებს. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ პოზიციას მხოლოდ „რეფერენდუმის“ შედეგების შემდეგ დააფიქსირებს.
უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლიდან უკრაინის ძალოვნებისა და შეიარაღებული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა - ძალოვნებმა ქალაქი უკვე დატოვეს.
როგორც „ინფორესისტ.ორგ“ იუწყება, დღეს ლუგანსკში ტერორისტებმა ოთხი ახალგაზრდა დაცხრილეს: მათგან ორი დაიღუპა, ორი კი უმძიმესი ჭრილობებით კლინიკაში მოხვდა.
ოსი მოხალისეები, რომლებიც თავიანთ თავს რაზმ "სამხრეთს" უწოდებენ, დონეცკში ჩავიდნენ და უკრაინელ ძალოვნებთან დაპირისპირებაში ჩაებმებიან.
სლავიანსკის ცენტრში, ტრანსფორმატორის სადგურთან ახლოს, ტერორისტებმა 12 წლის ბიჭი დაჭრეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
მარიუპოლში მიმდინარე შეტაკებების შესახებ უკრაინელი დეპუტატი ოლეგ ლიაშკო წერს, რომ მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა ხელყუმბარებითა და ავტომატებით დაიწყეს ადგილობრივი მილიციის შენობის შტურმი, სამართალდამცველებმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სავიკ შუსტერის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში უკვე შეჭრილია და ამის მაგალითები არსებობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მაღალი რეიტინგით გაოცებაც არ ღირს, რადგან ის მოკლევადიანია.
8 მაისს მოსკოვში გაიმართა დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა შეკრება. როგორც „ლენტა.რუ“ წერს, ექსპერტები არ გამორიცხავენ, მოსკოვი უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდეს.
უკრაინულ ფორუმებზე და ინტერნეტსივრცეში პოპულარულია მარიუპოლში თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალა.
რუსეთის საერთაშორისო რეზერვებმა 2 მაისის მონაცემებით, 471.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ბანკმა გაავრცელა.