მარიუპოლთან ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებმა რუსი ტერორისტების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გააუვნებელყვეს. მათ 20 ტერორისტი მოკლეს, 11 კი ტყვედ აიყვანეს. თავად "აზოვს" დანაკარგი არა აქვს.
რუსეთის არმიის დანაყოფებმა ტერორისტებთან ერთად კვლავ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და უკრაინის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, მათ შორის, საარტილერიო დანადგარებიდან.
"ფეისბუქის" უკრაინელ მომხმარებლებში პოპულარულია სამოყვარულო, ერთერთ რესტორანში გადაღებული ვიდეო, სადაც უკრაინელებთან ერთად მყოფი ქართველები უკრაინაში პოპულარულ, ლიტერატურული წარმოშობის სიმღერას "Реве та стогне Дніпр широкий"-ს მღერიან.
დონბასში მოკლულ უკრაინელ ჯარისკაცებს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს და ოჯახებს გაუგზავნეს, ფოტო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
უკრაინა იძულებული გახდება, დონბასში საომარ მდგომარეობა გამოაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შესრულდება, - ამის შესახებ უკრაინის რადას მიერ პრემიერმინისტრად დანიშნულმა არსენ იაცენუკმა განაცხადა.
დიპლომატი, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებაზე საუბრობს და "სამშვიდობო დებულებებს" განიხილავს, როგორც ტერორისტების ლეგიტიმაციას.
მარიუპოლში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ქალაქში რჩებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ადგილობრივთა თავდაცვითი რაზმებისგან შემდგარი ჯგუფები. ონლაინ ვებ-კამერა მარიუპოლის ცენტრისკენ, თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედნისკენაა მიმართული. ფანჯრის გახსნის შემდეგ ჩამონათვალში შედის ქალაქის სხვა ადგილების ვებკამერები.
Sky News-მა სიუჟეტი მარიუპოლიდან მოამზადა. სიუჟეტში კარგად ჩანან რუსი სამხედროები, რომლებიც მოხალისეებს ეხმარებიან და მარიუპოლის ირგვლივ რკალს ავიწროებენ.
მარიუპოლის მისადგომებთან შეტაკებები ისევ გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს დასახლებული პუნქტი შიროკი და ქალაქ მარიუპოლისკენ დაიხიეს.
უკრაინაში შეჭრის დღიდან ამ დრომდე რუსეთმა 2 ათასზე მეტი საკადრო სამხედრო მოსამსახურე, ძირითადად, მედესანტეები დაკარგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე ალექსანდრე დანილიუკი ავრცელებს.