რადიო „აფხაზეთის ხმაზე“, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განახლებული ფორმატით დაიწყო მაუწყებლობა, სპორტული სიახლეები ბრუნდება. სპორტის ახალ ამბებს მსმენელი საათში ერთხელ გაეცნობა.
მოსკოვში, სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, უცნობმა პირებმა სანაგვე ურნებზე გამოსახეს წარწერა: "პუტინის ადგილი".
სანამ რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში იმყოფებოდა, მოსკოვში მოვლენები მისთვის არცთუ სასიამოვნოდ განვითარდა: მოსკოვის ცენტრში, კუტუზოვის პროსპექტზე ავტოავარიის დროს ვლ. პუტინის საესკორტო მანქანის მძღოლი დაიღუპა, ძვირადღირებული მანქანა კი დაიმტვრა.
"ფეისბუქზე" ცნობილი მსახიობის ელგუჯა ბურდულის შესრულებით ემოციური სიმღერის ვიდეო გავრცელდა, რომელმაც მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა. "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით ის თბილისში, ერთ-ერთი წყვილის ქორწილში მყოფმა ფოტოგრაფმა გიორგი ჩოხელმა გადაიღო.
გუშინ და დღეს სოხუმში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეების სოხუმკას, ბასლასა და აძაპშის ადიდების შედეგად სოხუმში წყალდიდობაა. სოხუმის ცენტრალური სადგურის ტერიტორია სრულიად დატბორილია.დატბორილია ასევე ახალი ათონი.
ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს კომპანია "იკანოს" მიერ პოლიფონიაში შესრულებული "ნირვანას" ერთერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია.
1417+1 „ქრონიკა+-ის წყაროს ინფორმაციით, ასეა დანომრილი ის აგენტურული საქმე, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორზე რუსეთის „ფსბ“-ში ინახება. "თამაზ თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი – ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!" - ამ სათაურით ქვეყნდება გაზეთ "ქრონიკაპლუსში" სტატია, რომელიც სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს.
პოლონეთის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, კულინარიული შოუს მიმდინარეობისას, სტუდიაში მიწვეულმა ილუზიონისტმა შეცდომა დაუშვა და ტელეწამყვანს ხელი დაარტყმევინა ქაღალდის პაკეტზე, რომელშიც ამობრუნებული სამსჭვალი იდო.
მსახიობს, რომელიც გიორგი ოვაშვილმა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბოლო დღეებზე გადაღებულ ფილმ "ხიბულასთვის" შეარჩია, ფილმში სახელს არსად ეძახიან. "ბატონო პრეზიდენტო!" - ასე მიმართავენ ირანული კინოს ცნობილ სახეს, რომელიც ფილმში ზვიად გამსახურდიას როლს ასრულებს.
გიორგი ლეონიძის "ყივჩაღის პაემნის" პერიფრაზირებული ვარიანტით წარდგა მაყურებლის წინაშე მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი "ვანოს შოუში". მის მიერ წაკითხული ლექსი პოპულარულია ინტერნეტსირცეში.