ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" კონკურსი ექსტრიმის მოყვარულთათვის

Image

ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა", ამავე სახელწოდების ჰოლდინგში შემავალი მედიარესურსების საინფორმაციო მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ზამთრის ექსტრიმის მოყვარულთათვის. 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მხოლოდდამხოლოდ თქვენი ან თქვენი მხარდამჭერის მიერ გადაღებული ვიდეოს გამოგზავნა, სადაც ასახული იქნება დაშვება/სრიალი თხილამურებით ან სნოუბორდით. 

 

კონკურსში წარსადგენად მიიღება მობილური ტელეფონით ან სხვა ვიდეოტექნიკით გადაღებული ნებისმიერი სამოყვარულო,  ვიდეო. HD ხარისხის მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი, მიუხედავად ასაკისა, სქესისა და მოქალაქეობისა. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა იყოს 2 წუთზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. 

 

დასაშვებია, ვიდეოები გადაღებული იყოს თქვენს მიერ ან მეორე პირის მიერ - ერთადერთი პირობა კონკურსზე ვიდეოს დაშვებისა არის ის, რომ საავტორო უფლება წარმომდგენ პირს/პირებს უნდა ეკუთვნოდეთ.

 

საკონკურსო ვიდეოები დატრიალდება ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმის" ეთერში, ასევე, განთავსდება რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებგვერდზე ისე, რომ მისი ნახვა შეძლონ ინტერნეტმომხმარებლებმაც. კონკურსის თითოეულ მონაწილეს ექნება კონკურსის ფარგლებში მინიჭებული ნომერი, სადაც კონკურსის განმავლობაში მნახველები გააგზავნიან მხარდამჭერ SMS-ებს ან დარეკავენ. ერთი ზარი ერთ ხმად იქნება ჩათვლილი.

 

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიხედვით - გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვისაც კონკურსის დასრულების დროს ექნება ყველაზე მეტი ხმა, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებების, ასევე ზარების ჯამის მიხედვით.

 

დამატებით ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ჩვენს ვებგვერდზე, გამოკითხვის მიხედვით. კონკურსი გაგრძელდება პირველი ვიდეოს გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი თვის ვადაში. ზუსტი საკონკურსო ვადა გამოცხადდება მას შემდეგ, როგორც კი რედაქცია მიიღებს პირველ საკონკურსო ვიდეოებს.

 

კონკურსში გამარჯვებულებს სოლიდური და ორიგინალური საჩუქრები ელოდებათ: გამარჯვებულებს გადაეცემათ საყოველთაოდ ცნობილი ბრენდული კომპანიის AEE-ს მიერ წარმოებული ვიდეოდრონი და ინდივიდუალური კამერები.

 

ეს შენი შანსია! იყავი შემართული, გამოსცადე შენი თავი ექსტრიმში, იგემე ადრენალინი და მიიღე საჩუქრები!

 

გაატარე ზამთარი "აფხაზეთის ხმასთან" ერთად!

 

ვიდეო: გადაღებული მასალის გამოგზავნის ინსტრუქცია

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !